„ბარსელონა“ „რომას“ მცველით ინტერესდება

„ბარსელონა“ „რომას“ მცველით ინტერესდება

"ბარსელონა" "რომას" მცველით, მეჰდი ბენატიათი ინტერესდება, წერს Mundo Deportivo.

გამოცემის თანახმად, კატალონიური კლუბი 26 წლის მაროკოელს აკვირდება და განიხილავს ფეხბურთელის შეძენის შესაძლებლობას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს.

შეგახსენებთ, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი კარლეს პუიოლი, კლუბში გატარებული მრავალი წლის შემდეგ "ბარსელონას" დატოვებს.

პორტალ Transfermarkt.de-ს თანახმად, ბენატიას სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 18 მილიონ ევროს შეადგენს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.