ალბამ მესის მიულოცა

ალბამ მესის მიულოცა

კატალონიის "ბარსელონას" ესპანელმა მცველმა, ჟორდი ალბამ, თანაგუნდელ ლიონელ მესის, რომელიც კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მიულოცა. შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის 28-ე ტურში, მესიმ "ოსასუნას" (7:0) წინააღმდეგ ჰეთ-ტრიკი გაიფორმა და "ბარსელონას" მაისურით 369-ე, 370-ე და 371-ე გოლები გაიტანა. წინა რეკორდსმენი, პაულინიო ალკანტარა გახლდათ, რომელსაც 2-ით ნაკლები ჰქონდა გატანილი.

"ვაქვეყნებ ფოტოს ლეოსთან ერთად, საუკეთესო ბომბარდირი "ბარსელონას" ისტორიაში. დიდებული!" - დაწერა ალბამ საკუთარი "ტვიტერის" გვერდზე. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.