2012 წელს, "მანჩესტერ სიტიმ" კომპანის "ბარსელონაში" გაყიდვაზე უარი თქვა
ბელგიის ნაკრების ცენტრალურ მცველს და "მანჩესტერ სიტის" კაპიტანს, ვენსან კომპანის ადრე შეეძლო კარიერა "ბარსელონაში" გაეგრძელებინა.
როგორც ესპანური პრესა იტყობინება კატალონიური კლუბის სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა, 2012 წელს "ბარსელონამ" ოფიციალურად მიმართა "მანჩესტერ სიტისა" და კომპანის აგენტს ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით, თუმცა კლუბი დაარწმუნეს, რომ შეთანხმება შეუძლებელი იყო.
აღსანიშნავია, რომ ესპანური პრესის ცნობით, "ბარსელონა" კომპანის მიმართ ინტერესს ისევ იჩენს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 30 ]