მაშერანო: "რონალდოს გაჩერება რთული იქნება"
მაშერანოს თქმით, რონალდოს გაჩერება რთული იქნება. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა ამ სეზონში გამართულ 37 მატჩში 41 გოლი გაიტანა (ყველა ტურნირი). არგენტინელმა განაცხადა, რომ კატალონიელებმა რონალდოს სივრცე არ უნდა დაუტოვონ.
"რონალდო არის არაჩვეულებრივი მოთამაშე, რომელმაც სწორედ იმ სეზონის გამო მოიგო ოქროს ბურთი. მას გოლის გატანა მოულოდნელად შეუძლია."
"ის მაღალი დონის ფეხბურთელია და მის წინააღმდეგ თამაშისას დიდი სამუშაოს შესრულება მოგვიხდება. რონალდოს შეჩერება რთული იქნება და იმედი მაქვს, რომ კვირას ის შედარებით ცუდად იასპარეზებს."
"ჩვენ რონალდოს მჭიდროდ ვეთამაშებით და შევეცდებით, რომ სივრცე არ დავუტოვოთ, მაგრამ რონალდოს მჭიდრო თამაშშიც კი შეუძლია გოლის გატანა."
"რონალდოს მსგავსი ფეხბურთელები საუკეთესოები არიან. რონალდოს გოლები უფრო ხშირად არა მცველების შეცდომების, არამედ მისი შესაძლებლობების შედეგია."
მაშერანომ აღნიშნა, რომ "ბარსელონას" ლიონელ მესის სახით უფრო საშიში იარაღი აქვს.
"ლეო საკუთარი რეკორდების გაუმჯობესებას აგრძელებს. ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთელზე, რომელმაც ამ ეპოქაში კვალი დატოვა."
"ის გააგრძელებს გოლების გატანას, რადგან მესი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა."
"ლეოს დასახასიათებლად სიტყვების მოძებნა ძნელია. ყველა პოზიტიური სიტყვა თითქოს უკვე გამოიყენეს, რათა მესი შეექოთ."
"არის თუ არა მესი მარადონაზე უკეთესი? ეს სუბიექტურია, რადგან ამ საკითხზე ყველას საკუთარი აზრი აქვს."
"ჩემი აზრით, ლეომ ბევრი რამ გვიჩვენა. არ მომწონს მათი შედარება, რადგან ისინი სხვადასხვა ეპოქაში თამაშობდნენ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ლეო არის საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც ჩემს ცხოვრებაში მინახავს."
მაშერანომ 'ელ კლასიკოზეც' გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ გუნდს შეხვედრამდე თამამად საუბარს ურჩევნია სამუშაოს მოედანზე შესრულება.
"არ უნდა თქვა, რომ უფრო ძლიერი ხარ. ეს მოედანზე დამტკიცდება. ჩვენ იქ უნდა მოვიგოთ, რათა ვაჩვენოთ, თუ ვინ არის საუკეთესო."
"ახლა "რეალი" ლიდერია და მაქსიმუმის გაღება ჩვენზე არის დამოკიდებული. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს მატჩი ფინალია."
"აქ გარანტიები არ არსებობს. 2014 წელს გუნდს აკლდა სტაბილურობა, რომელიც წინა სეზონებში გვქონდა."
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ", რომელიც სატურნირო ცხრილში ახლა მე-3 ადგილზეა, ამ სეზონში ლა ლიგის პირველი 'ელ კლასიკო' ანგარიშით 2-1 მოიგო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]