„ელ კლასიკოში“ ისკოს მონაწილეობა საეჭვოა
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველის, ისკოს მონაწილეობა უახლოეს მატჩში "ბარსელონასთან", კითხვის ნიშნის ქვეშაა, იტყობინება ესპანური გამოცემა Diario As. წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელმა გამოტოვა "რეალის" მატჩის წინა ბოლო სავარჯიშო სესია, გრიპის სიმპტომების გამო.
"რეალსა" და "ბარსელონას" შორის მატჩი გაიმართება 23 მარტს, მადრიდში, "სანტიაგო ბერნაბეუს" სტადიონზე, პრიმერა დივიზიონის 29-ე ტურის ფარგლებში. შეხვედრა თბილისის დროით დაიწყება 23:55 საათზე.
ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირი ცხრილში ამჟამად, "რეალი" პირველ ადგილს იკავებს (70 ქულა), "ბარსელონა" კი მესამეს (66 ქულა). ისკოს სტატისტიკა პრიმერას მიმდინარე სეზონში ასეთია: 22 მატჩი (სასტარტო შემადგენლობაში - 16), 7 გოლი, 3 საგოლე გადაცემა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]