მონტოია კონტრაქტს 2018 წლამდე გაახანგრძლივებს
"ბარსელონა" და ფეხბურთელი მარტინ მონტოია შეთანხმდნენ მისი კონტრაქტის 2017/18 სეზონამდე გახანგრძლივებზე. მონტოიას გამოსასყიდი თანხა ახალი კონტრაქტის თანახმად 20 მილიონი ევრო იქნება. ფეხბურთელი კონტრაქტს ხელს უახლოეს მომავალში მოაწერს.
მონტოია "ბარსელონას" პირველი გუნდის ფეხბურთელი 2012 წელს გახდა, რის შემდეგაც ბევრ სხვადასხვა ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. საერთო ჯამში მან 53 მატჩი ჩაატარა, გაიმარჯვა 40 მატჩში, 7-ში ფრე ითამაშა და 6-ჯერ დამარცხდა. ამ დროისთვის მონტოიას გატანილი აქვს ორი გოლი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]