„რეალი“-„ბარსელონა“. მესი მადრიდისა და სტატისტიკის წინააღმდეგ
კვირის მთავარი საფეხბურთო თემა გახდება "რეალისა" და "ბარსელონას" დაპირისპირება "სანტიაგო ბერნაბეუზე". ორშაბათს ღამით, კარლო ანჩელოტი და ტატა მარტინო ერთმანეთს მეორედ დაუპირისპირდებიან. სპეციალისტები ერთმანეთის წინაშე პირველად 26 ოქტომბერს წარსდგნენ. გამარჯვება, ნეიმარისა და სანჩესის გოლების წყალობით, მარტინოს "ბარსელონას" დარჩა (2:1).
ამ თამაშის შემდეგ ანჩელოტიმ შეწყვიტა ბეილის გამოყენება ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე და ადგილი შეტევის მარჯვენა ფლანგზე მოუძებნა, დი მარია კი ცენტრში გადავიდა. "ბარსელონასთან" მატჩის შემდეგ "რეალი" არ დამარცხებულა - 25 მოგება და 5 ფრე ყველა ტურნირში, უფრო მეტიც, ბოლო 25 ოფიციალური მატჩიდან 18-ში მადრიდელებშ გოლი არ გაუშვიათ. გუნდის ფორმირების პრობლემები უკან დარჩა და იანვრის დასაწყისიდან "რეალმა" სტაბილურად დაიწყო უმაღლესი დონის თამაშის დემონსტრირება.
ამავე დროს, "ბარსელონამ" საბოლოოდ დასძლია კრიზისი და შეიძლება ითქვას, გუნდმა ორი შესანიშნავი მატჩები ჩაატარა "მანჩესტერ სიტისთან" (2:1) და "ოსასუნასთან" (7:0). მესი შესანიშნავ ფორმაშია და ბოლო 9 თამაშში 12 ბურთი გაიტანა, მან მხოლოდ ერთხელ დატოვა მოედანი გოლის გარეშე. ინიესტა უბრალოდ შესანიშნავი. ფლანგის მცველები ჟორდი ალბა და დანი ალვესი, დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ ისეთი თამაშის დემონსტრირებას, როგორსაც ბოლო ორ მატჩში.
თუმცა, სტატისტიკა მაინც კატალონიელების წინააღმდეგაა. ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო 10 ტურში მათ ანგარიშზე მხოლოდ 5 მოგებაა და "რეალს" 4 ქულით ჩამორჩებიან. აღსანიშნავია: "სანტიაგო ბერნაბეუზე" მარცხის შემთხვევაში "ბარსელონასთვის" ტიტულისათვის ბრძოლა პრაქტიკულად დასრულებული იქნება. დიახ, ფრე მარტინოს გუნდისთვის დამაკმაყოფილებელი არ იქნება.
"გუნდი თავს კარგად გრძნობს, ჩვენ ველით მატჩს. თამაში პრინციპულ მეტოქესთან და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში დაბრუნების შანსი - საუკეთესო მოტივაცია ჩვენთვის. რომ გავიმარჯვეთ, ჩვენ იდეალურად უნდა ვითამაშოთ. დარწმუნეული ვარ, რომ ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია." - განაცხადა ინიესტამ პრესკონფერენციაზე.
მეტოქე მატჩს დისკვალიფიცირებულების გარეშე ხვდება. მადრიდელების ტრავმირებულთა სიაში მხოლოდ ხედირა და ხესე შედიან. მაგრამ პირველი მათგანის ტრავმამ "რეალი" კი არ დაასუსტა, არამედ პირიქით - გერანელის ახალი როლის შემსრულებელია მოდრიჩი, რომელსაც შეიძლება ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი ეწოდოს 2014 წლის პირველი კვირის მიხედვით.
მადრიდული გუნდისთვის ცუდია ხესე არ ყოფნა. მან "შალკესთან" მატჩის მე-3 წუთზე სერიოზული ტრავმა მიიღო. აქამდე 21 წლის ფეხბურთელის კარიერია კარგად ვითარდებოდა: თებერვალის ძირითად შემადგენლობაში ხესემ შესანიშნავად შეცვალა სამი მატჩით დისკვალიფიცირებული კრიშტიანუ რონალდუ, შეცვლებზე კი კარგად გამოდიოდა. მაგალითად, ის გახდა გოლი ავტორი "ბარსელონას" კარში, პირველ მატჩში.
"ხესემ მთავარ გუნდთან ერთად სეზონის შესანიშნავი პირველი ნახევარი ჩაატარა და გამოჯანმრთელების შემდეგ კვლავ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება "რეალისთვის". როდესაც მე მის ასაკში ვიყავი, სერიოზული ტრავმა მივიღე, მაგრამ შემდეგ კარგი კარიერის გაკეთება მოვახერხე." - დაარწმუნა ნახევარმცველი ანჩელოტიმ.
ახლა, ტიტულისთვის ორ გრანდთან ერთად, მესამე გუნდიც იბრძვის. სეზონის დასაწყისამდე ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ მარტის თვის ბოლოსთვის, "ატლეტიკოს" უფრო მეტი ქულა ექნებოდა, ვიდრე კატალონიელებს. "კლასიკომდე" ოთხი საათით ადრე, დიეგო სიმეონეს გუნდი მატჩს "ბეტისთან" გამართავს. მოგების შემთხვევაში "ატლეტიკო" დროებითი ლიდერი გახდება და თუ "ბარსელონამ" მადრიდში გაიმარჯვა, მაშინ გუნდი ცხრილის ყველაზე კომფორტულ ადგილზე მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში დარჩება.
იმ შემთხვევაში, თუ "რეალმა" კატალონიელები დაამარცხა, საფიქრალი დარჩა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი "ატლეტიკოსთან" და სამეფო თასის გადამწყვეტი მატჩი "რეალის" წინააღმდეგ (16 აპრილს, ვალენსიაში). მაგრამ, მანამდე, "ბარსელონა" და "რეალი" მთელ ძალებს გაიღებენ "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამარჯვებისთვის.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 36 ]