დავიდ ვილია: „ბარსელონასთან“ თბილი მოგონებები მაკავშირებს“

დავიდ ვილია: „ბარსელონასთან“ თბილი მოგონებები მაკავშირებს“

მადრიდის "ატლეტიკოს" ფეხბურთელმა და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა დავიდ ვილიამ, ისაუბრა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მის ყოფილ გუნდთან, კატალონიის "ბარსელონასთან" მომავალ დაპირისპირებაზე.

"მე თბილი მოგონებები მაკავშირებს "ბარსელონაში" გამოსვლაზე, მაგრამ მე ვიბრძოლებ, რომ ისინი დავამარცხო, ესპანეთის ჩემპიონატში და ჩემპიონთა ლიგაზე. ჩვენ უნდა ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე. "ბარსას" არ სურდა "ატლეტიკოს" ხილვა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში."

"ატლეტიკო" იბრძვის "რეალთან" და "ბარსელონასთან" ჩემპიონობის ტიტულისთვის და ეს თავისთავად დიდი მიღწევაა. "ბარსადან" წასვლის შემდეგ ჩემი ცხოვრება არ შეცვლილა. დიახ, ჩემს ოჯახს ყველაფერი მოსწონს. უბრალოდ შეიცვალა ერთი დიდი ქალაქი მეორეთი."

"გარდა ამისა, "ატლეტიკო" - ერთ-ერთი ესპანეთის ყველაზე დიდ კლუბთაგან. მე ძალიან გამიმართლა, რომ მოვხვდი ასეთ მეგობრულ გუნდში. თანაგუნდელებთან ერთად თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში." - განაცხადა დავიდ ვილიამ.

"ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" შორის პირველი მატჩი გაიმართება 1 აპრილს კატალონიაში, განმეორებითი კი 9 აპრილს მადრიდში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 69 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.