ფაბრეგასი: „რეალი“ ბეილთან ერთად უფრო ძლიერი გახდა“

ფაბრეგასი: „რეალი“ ბეილთან ერთად უფრო ძლიერი გახდა“

"ბარსელონას" ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა, ისაუბრა მადრიდის "რეალთან" დღევანდელ მატჩზე. მან აღნიშნა, რომ გუნდები ძალიან კარგად იცნობენ ერთმანეთს. ნახევარმცვემა ასევე ხაზი გაუსვა: "სამეფო კლუბი" ბევრად უფრო ძლიერი გახდა ბეილის გადასვლის შემდეგ.

"რა თქმა უნდა, "რეალი" ბევრად უფრო ძლიერი გახდა ბეილის გადასვლასთან ერთად. მას გუნდისთვის დიდი სარგებელი მოაქვს. ეს ეხება როგორც თამაშს დაცვაში, ასევე შეტევაში. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ "რეალს", ისინი კი ჩვენ. ძალიან რთული მატჩი იქნება. თუ "ბარსელონა" თავის ფეხბურთს აჩვენებს, მაშინ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება." - განაცხადა სესკ ფაბრეგასმა.

შეგახსენებთ, რომ "რეალსა" და "ბარსელონას" შორის მატჩი გაიმართება დღეს, 23 საათსა და 55 წუთზე.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 48 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.