მარტინო: „ლა ლიგა თავიდან იწყება“
ტატა მარტინომ, "რეალთან" მოგებული თამაშის შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდისთვის, საჩემპიონო ბრძოლაში ჩასართველად, ეს ბოლო შანსი იყო.
"ლა ლიგა თავიდან იწყება. ტიტულისთვის ბრძოლაში დაბრუნება მოვახერხეთ. ეს ჩვენი ბოლო შანსი იყო. ბრძოლიდან გამოთიშვა არ გვინდოდა.
მესის ბევრი შესანიშნავი თამაში ჩაუტარებია. ერთ-ერთი ასეთი დღეს იყო, თუმცა "კლასიკოს" უფრო დიდი ეფექტი აქვს. ლეოზე სასაუბროდ სიტყვები არ მყოფნის.
"ბარსელონას" ფეხბურთელები პროტაგონისტები არიან. ამ თამაშის შემდეგ მე მათზე წარმოდგენა არ შემცვლია.
"რეალი" ის გუნდია, რომელიც გაფიქრებინებს, რომ მას ყოველთვის იოლად მოგება შეუძლია. სწორედ ამიტომ ფასობს დღევანდელი მოგება ძვირად.
ნეიმარმა იცის, თუ როგორ უნდა ითამაშოს რთულ მატჩებში. 21 წლის ასაკში მას ბევრი რამ უნახავს და ბევრიც მოუგია.
პედრო მოედანზე იმიტომ შევიყვანე, რომ ფრე არ გვაწყობდა და უფრო შემტევი გუნდი გვჭირდებოდა." - განაცხადა ტატა მარტინომ ზედიზედ მეორედ მოგებული "ელ კლასიკოს" შემდეგ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 24 ]