ტატა მარტინოს პრესკონფერენცია

ტატა მარტინოს პრესკონფერენცია

"სელტასთან" დაპირისპირებამდე ტატა მარტინოს პრესკონფერენცია გაიმართა და დადასტურდა ბართომეუს განცხადება, რომლის მიხედვით, მწვრთნელი კლუბში კონტრაქტის ბოლომდე დარჩება: "მე ყოველთვის ვცემ პატივს ჩემს კონტრაქტებს."

'ელ კლასიკოს' მოგების შემდეგ, მარტინოს თქმით, "სეზონის ამ ეტაპზე გუნდისათვის მნიშვნელოვანია სწორი განწყობა. სამივე ფრონტზე ვიბრძვით და ვეძებთ ჩვენს ფორმას, ასე რომ, ყველაფერი პოზიტიურია. 'ელ კლასიკოში' მოპოვებული გამარჯვება მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რადგან ამ შედეგმა ტიტულისათვის ბრძოლაში დაგვაბრუნა."

"არ ვღელავ იმაზე, რომ გუნდი საჭირო ინტენსივობის გარეშე ითამაშებს. რთული პერიოდი გამოვიარეთ, მაგრამ ტიტულისათვის ბრძოლაში დაბრუნება მოვახერხეთ და ეჭვი არ მეპარება, რომ ფეხბურთელებს სწორი დამოკიდებულება ექნებათ. საუკეთესო ფეხბურთის დემონსტრირება გვინდა. გვსურს, რომ ისე კარგად ვიასპარეზოთ, როგორც ეს კვირას გავაკეთეთ. კონცენტრაციის ნაკლებობის, ინტენსივობისა და თამაშის დონის ვერ შენარჩუნების გამო საფრთხე დაემუქრება ტიტულების მოპოვების შანსებს"- განაცხადა ტატამ. მისი თქმით, სეზონის ამ გადამწყვეტ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია სტაბილურობა, რომლის ნაკლებობა არის გუნდის სატურნირო მდგომარეობის მიზეზი.

'ელ კლასიკოს' შემდეგ დიდი ყურადღება დაეთმო არა შეხვედრას, არამედ მსაჯობას: "თამაშის შემდეგ ფეხბურთზე უფრო ბევრი უნდა ესაუბრათ, მაგრამ ამ თემაზე თითქმის არაფერი თქვეს."

მარტინომ კომენტარი გააკეთა საკუთარ შთაბეჭდილებაზე, რომელიც "ბერნაბეუმ" გამოიწვია: "როდესაც იქ მივედი, გავიფიქრე 'რა მშვენიერი მოედანია' და სტადიონის დატოვების შემდეგ დიდი შვება ვიგრძენი." მწვრთნელმა 'ელ კლასიკო' შეადარა "ნიუელსისა" და "ცენტრალის" დაპირისპირებას, რომელიც იმავე ანგარიშით 4-3 დასრულდა. ტატას გუნდმა ჩემპიონატიც მოიგო: "იმედი მაქვს, რომ "ბარსაც" გაიმარჯვებს."

მარტინომ "მადრიდის ატლეტიკოზეც" ისაუბრა: " "ატლეტიკო" ევროპის 2 ან 3 საუკეთესო გუნდს შორის არის. "ატლეტიკო" რთული მეტოქეა ნებისმიერი გუნდისათვის."

იხილეთ პრესკონფერენციის ვიდეო. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 48 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.