ჩავი: "რონალდუ ცდება, უბრალოდ "ბარსა" იყო საუკეთესო"

ჩავი: "რონალდუ ცდება, უბრალოდ "ბარსა" იყო საუკეთესო"

კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა, გუშინდელი "კლასიკოს" შემდგომ, სადაც გამარჯვება კატალონიელებმა მოიპოვეს (3:4), მადრიდის "რეალის" ლიდერის, კრიშტიანუ რონალდუს კომენტარს გამოეხმაურა, რომელმაც შედეგში მატჩის არბიტრი, უნდიანო მალენკო დაადანაშაულა. იტყობინება, Marca.

"ის ცდება, მისი კრიტიკა ნაჩქარევია. ჩვენ უბრალოდ ვიყავით უკეთესნი, "ბარსელონამ" უკეთესად ითამაშა, ვიდრე "რეალმა". სწორედ ამიტომ მივიღეთ ასეთი შედეგი. პენალტი? მოედანზე მე მომეჩვენა, რომ თერთმეტმეტრიანი ყველა ეპიზოდში სწორად დაინიშნა, ალვესისა და რონალდუს ეპიზოდის ჩათვლით." - განაცხადა, ჩავიმ.  

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 51 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.