„რეალი“-„ბარსელონა“. საინტერესო ფაქტები
"სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართულ "ელ კლასიკოში" კატალონიელებმა მასპინძლები 3-4 დაამარცხეს. გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს "რეალი"-"ბარსელონას" მატჩიდან:
- ანდრეს ინიესტამ თავისი 50-ე გოლი გაიტანა, როდესაც მადრიდის "რეალთან" ბოლო გამართულ მატჩში ანგარიში გახსნა. ინიესტამ 33 გოლი ლა ლიგაზე გაიტანა, 10 ჩემპიონთა ლიგაზე, 1 ესპანეთის სუპერ თასზე და 6 ესპანეთის თასზე. შაბათს ანდრესმა თავისი პირველი გოლი გაიტანა "სანტიაგო ბერნაბეუზე".
- "ბარსელონას" "სითბოს რუკა" მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ.

- "ბარსელონას" 8 ნომერი არასდროს დამარცხებულა იმ მატჩში, რომელშიც მან გაიტანა "ბარსაში" თუ ესპანეთის ნაკრებში.
- ინიესტამ მეორე გოლი გაიტანა "კლასიკოში", 2011 წლის ესპანეთის სუპერ თასის მეორე, "კამპ ნოუზე" გამართულ მატჩში გატანილი გოლის შემდეგ.
- ლეო მესი გახდა "ბარსას" პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა "სანტიაგო ბერნაბეუზე".
- მესიმ ასევე სამი გოლი გაიტანა მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ 2006/2007 სეზონის, "კამპ ნოუზე" ჩატარებულ მატჩში.
- არგენტინელის ანგარიშზე ახლა უკვე "კლასიკოში" 21 გოლია და ის არის პირველი ფეხბურთელი მადრიდის "რეალის" კარში გატანილი ბურთების რაოდენობით.
- ლეო მესიმ გადაუსწრო უგო სანჩესსა და ალეფრედო დი სტეფანოს. მადრიდის "რეალის" კარში არგენტინელმა ვარსკვლავმა 14 გოლი ლა ლიგის, 5 გოლი ესპანეთის სუპერ თასის, ხოლო 2 გოლი კი ჩემპიონთა ლიგის მატჩებში გაიტანა. მოახერხებს თუ არა არგენტინელი მადრიდის "რეალის" კარში გოლის გატანას ესპანეთის სამეფო თასის წლევანდელ ფინალში?
- "ბარსელონამ" მადრიდელები 31 დაუმარცხებელი მატჩის შემდეგ დაამარცხა.
- მარტინომ მოედანზე ის თერთმეტეული გაიყავანა, რაც "მანჩესტერ სიტისთან" (2-1) "კამპ ნოუზე" გამართულ მატჩში, როდესაც გოლები მესიმ და ალვესმა გაიტანეს.
- კვირის მატჩში "ბარსელონამ" პირველი გახსნა ანგარიში ლა ლიგის ბოლო გასვლაზე გამართულ 8 მატჩში. "ბარსამ" ანგარიშის გახსნა ვერ მოახერხა შემდეგ მატჩებში: მარცხი ბილბაოში (1-0), გამარჯვება "ხეტაფესთან" (2-5), ფრე "ატლეტიკოსა" (0-0) და "ლევანტეს" (1-1) წინააღმდეგ მატჩებში, გამარჯვება "სევილიას" წინააღმდეგ (1-4) და მარცხი "რეალ სოსიედადთან" (3-1) და "ვალიადოლიდთან" (1-0). "ბარსელონამ" მადრიდის "რეალთან" მატჩამდე ბოლოჯერ გაიტანა პირველი გოლი 10 ნოემბრის, "ბეტისის" (1-4) წინააღმდეგ მატჩში.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 28 ]