კრუიფს ნეიმარი „ბარსელონასთვის“ პრობლემად მიაჩნია
"ბარსელონას" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იოჰან კრუიფმა განაცხადა, რომ ბრაზილიელი თავდამსხმელი ნეიმარი კატალონიური კლუბის პრობლემაა.
ჰოლანდიელის თქმით, საქმე ახალგაზრდა ბრაზილიელი ფეხბურთელის ძალიან მაღალ ხელფასშია. შეგახსენებთ, რომ ნეიმარი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია გუნდის მოთამაშეებიდან.
"ბარსელონას" პრობლემა ნეიმარია. ის შესანიშნავი ფეხბურთელია, ამაში ეჭვი არ არსებობს, მაგრამ არ უნდა მიიღოს 21 წლის ფეხბურთელმა იმ მოთამაშეებზე მეტი ხელფასი, რომლებმაც ფეხბურთში ყველაფერი მოიგეს.
პლიუს ამას, "ბარსელონას" უკვე ჰყავს დიდებული ფეხბურთელები მსოფლიოში და არ შეიძლება 21 წლის ბიჭი მთავარი ფიგურა იყოს. 26 წლის ასაკში - დიახ, მაგრამ არა 21 წლის ასაკში." - განაცხადა კრუფიმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3
კომენტარები [ 41 ]