სიმეონე: „რეალის“ პრეტენზიებმა მაცინეს“

სიმეონე: „რეალის“ პრეტენზიებმა მაცინეს“

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე აცხადებს, რომ კარგად იცინა, როდესაც გაიგო, რომ "რეალის" ფეხბურთელებს პრეტენზიები "ელ კლასიკოს" მსაჯთან, ალბერტო უნდიანო მალიენკოსთან ჰქონდათ.

"რეალის" პრეტენზიებმა უბრალოდ მაცინეს. თუმცა, "რეალი" და "ბარსელონა" ჩემპიონატის ფავორიტებად რჩებიან.

სეზონის ბოლომდე 2-3 თამაში რომ იყოს დარჩენილი, სხვაგვარი სიტუაცია იქნებოდა. ყველა დარჩენილი მატჩის მოგება გვმართებს და ეს ადვილი არ იქნება.

ვნახოთ, გავუძლებთ თუ არა იმ ზეწოლას, რომელსაც ლიდერი განიცდის. ბოლო 40 წლის განმავლობაში "ატლეტიკო" ჩემპიონი მხოლოდ ერთხელ გახდა."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 57 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.