მარადონა: "მესი "ბაიერნს" დაუმარცხებელს გახდის"
"ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს, დიეგო მარადონას სჯერა, რომ თუ მიუნხენის "ბაიერნი" "ბარსელონას" ვარსკვლავის - ლიონელ მესის შეძენას შეძლებს, ის დაუმარცხებელი გახდება.
შეგახსენებთ, რომ "ბაიერნმა" სამშაბათს ღამით ბერლინის "ჰერტასთან" მოპოვებული 3:1 გამარჯვებით რიგით 24-ე ბუნდესლიგის ტიტული ჩემპიონატის დამთავრებამდე 7 ტურით ადრე მოიგო.
ჟურნალისტმა მარადონას სთხოვა კომენტარი გაეკეთებინა "ბაიერნში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადასულ რობერტ ლევადნოვსკისა და ლეო მესის ერთად შესაძლო თამაშზე. "ლევანდოვსკი და მესი? ამის შემდეგ ყველას მეორე ადგილისთვის ბრძოლა მოუწევთ, ნებისმიერ შეჯიბრზე, ნებისმიერ ლიგაზე".
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 35 ]