„ბარსელონა“-„სელტა“. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ
"სელტას" წინააღმდეგ თამაშის შემდეგ, ჟორდი ალბა დამწუხრებულია ვალდესის ტრავმის გამო. "ეს არის ძალიან სერიოზული ტრავმა პირადად ჩემთვის და ასევე მთელი გუნდისთვის. მისი არყოფნა მნიშვნელოვანი იქნება." - აცხადებს ალბა. "ჩვენ ერთად ბევრ დროს ვატარებთ, ამიტომ ძალიან სამწუხაროა, როდესაც თანაგუნდელი ტრავმას იღებს, მით უფრო მაშინ, როდესაც ეს ვიქტორ ვალდესია."
"ბარსელონას" მარცხენა მცველმა ასევე თქვა, რომ "გუნდმა უნდა განაგრძოს იმავე სულისკვეთებით. ჩვენ გვაქს კარგი შედეგები, კარგ ფორმაში ვართ და უნდა ვეცადოთ ყველა დარჩენილი მატჩის მოგებას, ხოლო "რეალი" და "ატლეტიკო", იმედი მაქვს, ქულებს დაკარგავენ."
"ესპანიოლის" წინააღმდეგ მომდევნო მატჩზე, ალბამ თქვა, რომ "ყველას მოსწონს დერბიში თამაში, შესანიშნავი გარემო იქნება."
მატჩის შემდეგ კომენტარები სხვა ფეხბურთელებმაც გააკეთეს:
ნეიმარი
"მოხარული ვარ, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ. ძალიან ბედნიერი ვარ ორი გოლით და კვლავ გამარჯვებით, "ბერნაბეუზე" თამაშის შემდეგ. პერსონალურ დონეზე, ძალიან მშვიდად ვარ და თავს კარგად ვგრძნობ.
მწარე გამარჯვებაა, ვალდესის ტრავმის გამო. იმედი მაქვს, სერიოზული არაფერია."
სერხი რობერტო
"სამი ქულა მნიშვნელოვანია, რადგან ყველა დარჩენილი მატჩი უნდა მოვიგოთ, მაგრამ სამწუხაროა, რომ ვალდესმა ტრავმა მიიღო, როგორც ჩანს, ის სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს.
ჩვენ დამწუხრებულები ვართ მისი ტრავმით, მაგრამ პინტო და ოიერი შესანიშნავი მეკარეები არიან. ახლა, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ლა ლიგისთვის ბოლომდე. დარჩენილი არ არის ბევრი თამაში და ლა ლიგა ბოლომდე საინტერესო იქნება.
დერბი "ესპანიოლის" წინააღმდეგ ყოველთვის კარგი მატჩია სათამაშოდ, ეს იქნება ფინალი."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]