პინტო ყოველთვის მზადაა
"ბარსელონას" პირველმა მეკარემ, ვიქტორ ვალდესმა სერიოზული ტრავმა მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ხერარდო მარტინოს მეკარის პოზიციაზე მხოლოდ ორი გოლკიპერი, ხოსე მანუელ პინტო და ოიერ ოლასაბალი დარჩა, სეზონის საბოლოო, გადამწყვეტ ეტაპზე. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ გოლკიპერის პოზიციას დაიკავებს პინტო, რომელმაც უკვე მიიღო მონაწილეობა მიმდინარე სეზონის 15 მატჩში.
ვალდესმა ასევე რთული ტრავმა მიიღო ნოემბერში, ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში გამართულ მატჩში. მას შემდეგ მისი ადგილი პინტომ დაიკავა 2013 წლის ბოლომდე. ამ პედრიოდში, ხოსე მანუელმა 8 მატჩი ჩაატარა, რომელთაგან "ბარსამ" 6-ჯერ იმარჯვა და 2-ჯერ დამარცხდა, გაუშვა 8 გოლი.
როგორც გასულ სეზონში, მე-13 ნომერი ასევე გუნდის პირველი არჩევანია ესპანეთის თასზე, სადაც კლუბი ფინალში გავიდა. ოთხშაბათს, "სელტას" წინააღმდეგ მატჩში, ის იძულებული გახდა, რომ ვალდესი შეეცვალა. რამდენიმე მომენტში პინტომ შესანიშნავად ითამაშა, გააკეთა რა სამი შესანიშნავი სეივი.
ამდენად, 2013/14 სეზონში, ხოსე მანუელ პინტომ მონაწილეობა მიიღო ესპანეთის ჩემპიონატის 5 მატჩში, სამეფო თასის 8 და ჩემპიონთა ლიგის 2 თამაშში. მათში მან 11 გოლი გაუშვა.
79 მატჩი და გაშვებული 62 გოლი
მისი კარიერა "ბარსელონაში" 79 მატჩს მოითვლის. 38 წლის მეკარე კატალონიურ კლუბში 2008 წლის იანვარში გადავიდა, როგორც ტრავმირებული ალბერტ ჟორკერის შემცვლელი. მას შემდეგ დღემდე, პინტო ვიქტორ ვალდესის ჩრდილში რჩებოდა, თუმცა ყოველთვის მზად იყო გუნდის დასახმარებლად, როდესაც კლუბს ჭირდებოდა. "ბარსელონაში" თამაშის 6 წლის განმავლობაში, მან 79 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და გაუშვა 62 გოლი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 44 ]