„ესპანიოლი“-„ბარსელონა“. მარტინო მატჩის შემდეგ

„ესპანიოლი“-„ბარსელონა“. მარტინო მატჩის შემდეგ

"ბარსელონამ" "ესპანიოლთან" "კორნელია ელ პრატიზე" გამარჯვება მოახერხა. ტატა მარტინომ პრესკონფერენციაზე ეს მატჩი აღწერა, როგორც "დაძაბული" და აღნიშნა, რომ "თამაშში იყო ბევრი უთანხმოება და შეფერხებები. ჩვენ ველოდით ასეთ მატჩს." - განაცხადა მარტინომ, რომელმაც განაგრძო, რომ "პირველი 15 წუთი იყო ისეთი თამაში, რომლითაც "ბარსა" სარგებლობდა. შემდეგ რაღაცეები შეიცვალა. "ესპანიოლმა" პრესინგი გააძლიერა და ჩვენ დაგვჭირდა გრძელი პასების გამოყენება დაცვიდან ამოსასვლელად. "ესპანიოლი" ძალიან კარაგდ იყო მომზადებული."

მწვრთნელი იმედოვნებს, რომ ამ თამაშის შემდეგ საუბარი იქნება ფეხბურთზე და არა საკამათო მომენტებზე. "10,000 კმ-ის მოშორებით, ვფიქრობდი, რომ აქ ფეხბურთზე უფრო მეტად საუბრობდნენ, მატჩების ანალიზის დროს. მე როგორც ვფიქრობ, აღმაშფოთებელია, რომ ეს ასე არ არის და დარწმუნებული ვარ, დღესაც არ ისაუბრებენ ფეხბურთის შესახებ." - განაცხადა ტატა მარტინომ, რომელმაც იგლუსხმა ის ეპიზოდი, რომლის შედეგადაც მესიმ გოლი გაიტანა.

როდესაც მარტინოს დარჩენილი ლა ლიგის გრაფიკის შესახებ ჰკითხეს, მან თქვა: "მე ვხედავ კარგსაც და ცუდსაც. კარგი ის არის, რომ დერბი ყოველთვის დერბია და უნდა გაიმარჯვო. ეს იყო ძალიან საშიში გამოსავალი და ჩვენ გავიმარჯვეთ. მეორეს მხრივ, მე მესმის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქგვს ძალიან რთული თამაშები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია. დარგვჩა შვიდი ფინალი და ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ "ვალიადოლიდთან" თამაში, რათა იგივე შეცდომები არ გავიმეოროთ." მან დაამატა: "ვფიქრობ, რომ მოთამაშეებისათვის მნიშვნელოვანია ახსოვდეთ ის პოზიცია, სადაც ჩვენ ექვსი დღის წინ ვიყავიდ და სადაც ახლა ვართ."

მარტინომ პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ ეს გამარჯვება ეძღვნება ვალდესს, რომელმაც ძალიან რთული ტრავმა მიიღო "სელტასთან" მატჩში: "ჩვენ გვინდა, რომ ეს გამარჯვება მივუძღვნათ მას."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.