ჩავი და ბარტრა მატჩის შემდეგ
ჩავის თქმით, "მადრიდის ატლეტიკოს" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში დაფიქსირებული ფრე 1-1 არ არის კარგი შედეგი "ბარსელონასთვის".
შეგახსენებთ, რომ ნეიმარის მიერ გატანილ ბურთამდე მადრიდელები დიეგოს შესანიშნავი გოლით იგებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ "ბარსას" გათანაბრება მოუხდა, ჩავი მაინც უკმაყოფილოა შედეგით. მისი თქმით, "ბარსელონამ" მატჩის მოსაგებად საკმარისი გააკეთა.
"ეს არ არის კარგი შედეგი. უფრო მეტი დავიმსახურეთ, მაგრამ დიეგომ საოცარი გოლი გაიტანა. საბედნიეროდ ჩვენ გათანაბრება მოვახერხეთ და დაპირისპირება ჯერ არ დამთავრებულა"- განაცხადა ნახევარმცველმა.
საპასუხო მატჩი შემდეგ კვირას, ოთხშაბათს, გაიმართება "კალდერონზე". მუხლქვედა მყესის ტრავმის გამო დიეგო კოსტას თამაში საეჭვოა. ტრავმა ასევე მიიღო პიკემ, რომელმაც მენჯი დაიზიანა.
"იმედი მაქვს, რომ პიკე ჩქარა გამოჯანმრთელდება. ზუსტად არ ვიცით, გამოტოვებს თუ არა საპასუხო შეხვედრას. იმედი გვაქვს, რომ ის თამაშს შეძლებს"- განაცხადა ბარტრამ, რომელმაც პიკე შეცვალა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 50 ]