პიკე 4 კვირას გამოტოვებს
გუშინ "ატლეტიკოს" წინააღმდეგ გამართულ მატჩში ხერადრ პიკე მხოლოდ 11 წუთის მანძილზე იმყოფებოდა მოედანზე. პიკე ერთ-ერთ მომენტში ცუდად დაეცა, რამაც მენჯის ტრავმა გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით 27 წლის მცველი 4 კვირას გამოტოვებს. შესაბამისად ის კლუბს ვერც ჩემპიონთა ლიგის 1/4-ის განმეორებით მატჩში ("ატლეტიკო" მადრიდის წინააღმდეგ) და ვერც სამეფო თასის ფინალში ("რეალ" მადრიდის წინააღმდეგ) ვერ დაეხმარება.
ხერარდის გარდა გუნდს ვერ დაეხმარება კაპიტანი კარლეს პუიოლი, რაც იმას ნიშნავს რომ "ბარსა" ხავიერ მასკერანოსა და ახალგაზრდა მარკ ბარტრას იმედზე რჩება, მათ უკან კი ჟოზე პინტო მოგვევლინება, სწორედ მათ უნდა იტვირთონ გუნდის დაცვითი ფუნქციები ამ რთულ პერიოდში.
პიკეს კი მალე გამოჯანმრთელება ვუსურვოთ!
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 37 ]