მანუელ ვალსი - საფრანგეთს ახალი "კულე" პრემიერმინისტრი
საფრანგეთის პრემიერმინისტრმა ჟან-მარკ ორალტმა და მისმა მინისტრთა კაბინეტმა დაკავებულ თანამდებობებზე უარი განაცხადეს, რის შემდეგაც პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანმა ახალი პრემიერმინისტრი წარადგინა. ეს შინაგან საქმეთა მინისტრი მანუელ ვალსია. მანუელ ვალსი იმ ადამიანთა წრეს მიეკუთვნება, რომლებიც "ბარსელონას" ოჯახის წევრები არიან. და რატომ ან როგორ არის ის "ბარსას" ცნობილი გულშემატკივარი??? პასუხი შემდეგია:
მანუელ ვალსი 1962 წელს, ბარსელონაში დაიბადა, მისი მამა იყო კატალონიელი ფერმწერი ხავიერ ვალსი, რომელიც მანამდე საფრანგეთში გადაასახლეს. ვალსი დაიბადა ბარსელონაში, რადგან ამ დროს მისი მშობლები იქ არდადეგების გასატარებლად იმყოფებოდნენ. მაგრამ დაბადების ადგილის არჩევა არ შეიძლება ყოფილიყო შემთხვევითი, რადგან ვალსის მშობლებს სურდათ, რომ მანუელი კატალონიაში დაბადებულიყო.
მანუელმა ფრანგულის გარდა, კარგად იცის კატალონიური, ესპანური (კასტილიური) და იტალიური. მას კარგი ურთიერთობა აქვს "ბარსელონასთან". არა მხოლოდ მისი გუნდის მიმართ ღიად გამოხატული სიყვარულის გამო, არამედ მისი ნათესაური კავშირითაც. ის არის მანუელ ვალს ი ჟირონას დის შვილიშვილი. მოგეხსენებათ მანუელ ვალს ი ჟირონა იყო კომპოზიტორი, რომელმაც დაწერა "Cant Del Barça" ("ბარსელონას" ჰიმნი).
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]