მომდევნო კვირის განრიგი
ტატა მარტინოს გუნდი, მომავალ კვირას ორ მატჩს გამართავს. 9 აპრილს გაიმართება ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი შეხვედრა, 12 აპრილს კი "ბარსელონა" ლა ლიგის მატჩს ჩაატარებს. ფეხბურთელები ორშაბათსა და სამშაბათს "ატლეტიკოსთან" მატჩისთვის მომზადებიან. ჩემპიონთა ლიგის თამაშის შემდეგ, გუნდს მხოლოდ ორი დღე ექნება "გრანადასთან" მატჩისთვის მოსამზადებლად. კვირას კი გუნდს დასვენების დღე ექნება.
ორშაბათი, 7 აპრილი
11:00 - სავარჯიშო სესია "სიუტატ ესპორტივოზე"
სამშაბათი, 8 აპრილი
18:30 - სავარჯიშო სესია "ვისენტე კალდერონზე"
ოთხშაბათი, 9 აპრილი
10:15 - გამგზავრება მადრიდში
20:45 - ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის მეორე მატჩი, მადრიდის "ატლეტიკო" - "ბარსელონა"
ხუთშაბათი, 10 აპრილი
18:00 - სავარჯიშო სესია "სიუტატ ესპორტივოზე"
პარასკევი, 11 აპრილი
11:00 - სავარჯიშო სესია "სიუტატ ესპორტივოზე"
შაბათი, 12 აპრილი
09:15 - გამგზავრება გრანადაში
20:00 - ლა ლიგის მატჩი, "გრანადა" - "ბარსელონა"
კვირა, 13 აპრილი
დასვენების დღე
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]