მესი სუარესსა და რონალდუს მიუახლოვდა

მესი სუარესსა და რონალდუს მიუახლოვდა

"ლივერპულის" ურუგვაელი თავდამსხმელი, ლუის სუარესი (30) ევროპის ბომბარდირთა დავაში (შიდა ჩემპიონატებში გატანილი გოლების რაოდენობით) ლიდერობას განაგრძობს. მეორეადგილოსანი კრიშტიანუ რონალდუ (29) მას მხოლოდ 1 ბურთით ჩამორჩება. მაგრამ "ბარსელონას" სასიხარულოდ ბოლო წლების ბომბარდირი - ლეო მესი უკანასკნელ პერიოდში ათამაშდა და დღესდღეობით სამეულს 25 გოლით ხურავს.

პირველმა სამეულის ფეხბურთელებიდან, ბოლო მატჩში საკუთარი შედეგის გამუმჯობესება მხოლოდ მესიმ მოახერხა (+2). 

#

მოთამაშე 

ქვეყანა

კლუბი

ლიგა

კოეფიციენტი

გოლი

ქულა

1

სუარესი

 ურუგვაი

ლივერპული  ინგლ.

2

29

58

2

რონალდუ

 პორტუგალია

რეალი

 ესპ.

2

28 56

3

მესი  არგენტინა ბარსელონა  ესპ.

2

25 (+2)

50

=

კოსტა

 ესპანეთი

ატლეტიკო

 ესპ.

2

25

50

5

სორიანო  ესპანეთი  ზალცბურგი  აუტ,

1.5

27 (+1)

40.5

6

სტარიჯი  ინგლისი ლივერპული

 ინგლ.

2

20

40

7

ფინბოგასონი

 ისლანდია

ჰეერენვენი

 ნიდ.

1.5

26 (+1)

39

8

იბრაჰიმოვიჩი

 შვედეთი

პსჟ

 საფრ.

1.5

25

37.5

9

ალანი ბრაზილია ზალცბურგი  აუტ.

1.5

24

36

=

ტევესი

 არგენტინა

იუვენტუსი

 იტა.

2

18

36

=

იმობილე

 იტალია

ტორინო  იტა.

2

18 (+1)

36

=

ტურე

 კოტ დივუარი

მანჩესტერ სიტი  ინგლ.

2

18 (+1)

36

=

მარტინესი

კოლუმბია

პორტუ  პორ.

2

18 (+2)

36

 

ისტორია და ცხრილის ინსტრუქცია

ეს ჯილდო ბოლო წლებში ლეო მესიმ, კრიშტიანუ რონალდუმ, დიეგო ფორლანმა და ტიერი ანრიმ მოიგეს. წინა წლის გამარჯვებული 46 გოლით ლეო მესი გახდა.

ახლა კი იმ ღირსშესანიშნავი ფეხბურთელების სია, რომლებმაც ეს ჯილდო ზემოთ ხსენებულებზე გაცილებით ადრე მოიგეს: ფრანჩესკო ტოტი, ლუკა ტონი, რონალდო, მარკო ვან ბასტენი, ეუსებიო და გერდ მიულერი.

ცხრილში კოეფიციენტი აღნიშნავს უეფას შიდა ჩემპიონატების რეიტინგს (ბოლო ხუთი წლის მონაცემებით). 2 ქულა ენიჭება ტოპ 5 ლიგას. ესენია: პრემიერ ლიგა, ლა ლიგა, ბუნდესლიგა, სერია ა და პორტუგალიის ლიგა. სხვა წამყვანი  6 ქვეყნის ჩემპიონატი 1.5 ქულით ფასდება ხოლო ყველა დანარჩენი 1 ქულით. თვალსაჩინოდ: საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის ჩემპიონატში გატანილი გოლის წონა არის 1 და შესაბამისად ქულაც 1, ხოლო ლა ლიგაში გატანილი 1 გოლის კოეფიციენტი არის 2. გატანილი გოლები კი კოეფიციენტზე მრავლდება, გამარჯვებული იქნება ის ფეხბურთელი, რომელიც წლის ბოლოს ყველაზე მეტ ქულას მოაგროვებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 20 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.