ერთი დღე "ბარსას" ისტორიიდან

ერთი დღე "ბარსას" ისტორიიდან

გუშნდელი დღე, 7 აპრილი უმნიშნელოვანესია "ბარსას ისტორიაში", ამ დღეს 14 წლიანი ნანატრი ოცნება ახდა...

საქმე ეხება ესპანეთის ჩემპიონობას, ზუსტად 50 წლის წინ, 1974 წლის 7 აპრილს "ბარსელონამ" ხიხონის "სპორტინგის" (3-1) დამარცხებით ჩემპიონობა გაინაღდა. ამისთვის მათ 14 წლიანი ლოდინი დასჭირდათ და ბოლოს მხსნელად "აიაქსიდან" გადმოსული იოჰან კრუიფი მოევლინათ.  ის კატალონიურ კლუბს 1973 წელს შეუერთდა, 1974 წელს კი ქვეყნის ჩემპიონობა იზეიმა.

თუმცა გასული 14 წელი ძალიან მძიმე აღმოჩნდა როგორც კლუბისთვის, ისე ზოგადად მთელი კატალონიისთვის, რადგან ამ პერიოდში ესპანეთს დიქტატორი ფრანკო მართავდა. მისი სიმპათიები კი მადრიდის "რეალისკენ" იყო მიპყრობილი. მათ ხსენებულ 14 წელში ლა ლიგის 9 ტიტულის მოპოვება შეძლეს.

დაუჯერებელია, მაგრამ ეს ტიტული პირველი და უკანასკნელი აღმოჩნდა ფეხბურთელი იოჰან კრუიფისთვის, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო მისი კატალონიური ისტორიისა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.