გვარდიოლა: " ზლატანის მომავალი, მისსავე ხელშია"

გვარდიოლა: " ზლატანის მომავალი, მისსავე ხელშია"

როგორც ჩანს კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ პეპს საკმაოდ ბევრი თავისუფალი დრო აქვს, რადგან ვერ აუდის ინტერვიუების ჩაწერას. გუშინ პეპმა მოაწყო პრეს–კონფერენცია, რომელიც დაახლოებით საათ–ნახევი გაგრძელდა და საკმაოდ საინტერესო გამოდგა.

გუარდიოლამ საკმაოდ ვრცლად ისაუბრა თავის შეგირდებზე.

ზუსტად ორი თვე და ორი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც პეპმა უკანასკნელი ინტერვიუ ჩაწერა "ნოუ–კამპის" საკონფერნციო დარბაზში, 2010 წლის 17 მაისს. "ძალიან კარგია რომ ისევ ყველას გხედავთ, ჩემთვის დიდი პატივია ვიმყოფებოდე აქ თქვენთან ერთდ."– აი ამ სიტყვებით მიმართა კატალონიელების თავკაცმა იქ მყოფთ.

გუარდიოლამ საკმაოდ ვრცლად ისაუბრა გუნდის შემადგენლობის შესახებ, შეეხო ახალმოსულების თემას და შესაძლო ტრანსფერებსაც. სიტყვა რომ აღარ გამიგრძელდეს თავად ინტერვიუზე გადავიდეთ:

აბიდალი

მას შემდეგ, რაც გუნდი დატოვა ჩიგრინსკიმ და აქტიურად მიდის საუბარი მარკესის წასვილს შესახებ, გუნდში აბიდალის როლი ერთი–ორად გაიზარდა, რადგან მას შეუძლია, როგორც ფლანგზე, ასევე დაცვის ცენტრშიც თამაში. " მას აქვს ყველა ის თვისება, რომელიც საჭიროა ამ პოზიციაზე სათამაშოდ"– განაცხადა პეპმა.

ადრიანო

პეპმა საკმაოდ თბილად და კარგად ისაუბრა ახლად შეძენილ ადრიანოზე. "ის არის დინამიკური და ქარიზმატული ფეხბურთელი, ის ჩვენ მხოლოდდახმოლოდ სასიკეთოდ წაგავდეგბა, გარდა ამისა ახლა ალვეშს შეეძლება დაისვენოს ისე რომ დაცვის ცენტრი არ დასუსტდეს, რადგან პუიოლი ბევრად უფრო შედეგიანია დაცვის ცენტრში, ვიდრე ფლანგზე. ადრიანო მართლაც კარგი შენაძენია. მას შეუძლია, როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ფლანგზე თამაშიც, ჩვენ ასეთ ფეხბურთელს დიდხანს ვეძებდით და საბედნიეროდ ვიპოვნეთ კიდეც."

ბოიანი

მწვრთნელმა საქებარი სიტყვები არ დაიშურა ახალგაზრდა ბოიან კრკიჩის შესახებ: " მე დღეს არ მინახავს იგი, რადგან უამრავი საქმე მქონდა, მაგრამ აუცილებლად ვნახა. მე ძალზე მადლიერი ვარ მისი, რადგან ჩვენთან ერთად დარჩა. როდესაც ინდომებს რამეს, აუცილებლად გამოსდის და შანსაც კარგად იყენებს რომ არა ის ჩვენ შეიძლება ვერც მოგვგო "ლა ლიგა", ის აკეთებს ზუსტად იმას, რასაც ვავალებ. მე ვიმედოვნებ რომ მექნება საშუალება დიდი სათამაშო დრო მივცე მას."

ფაბრეგასი

პეპის აზრით ცესკის შეძენა საკმაოდ რთული საქმეა, რადგან იგი მნიშვნელოვანი ფიგურაა "არსენალისთვის", მა თ კარგად მოეხსენებათ რომ ჩვენ გვსურს ფაბრეგასი. ის არის ახალგაზრდა, მაგრამ დიდი გამოცდილების მქონდე, შეიძლება ითქვას რომ ის მსოფლიო კლასის მოთამაშეა, ერთ–ერთი ყველაზე ჭკვიანი ფეხბურთელი, რომელიც, როდესმე მინახავს, მაგრამ სამწუხრაოდ ის ჩვენგან მაშინ წაიყვანეს, როდესაც 16 წლის იყო."

ტიერი ანრი

"მასთან მუშაობა, ეს გახლდათ დიდი სიამოვნება, "ბარსელონა" მადლობელია ყველა იმ ფეხბურთელის, რომელიც როდესმე თამაშობდა ამ კლუბში. მან, ჩვენ დაგვიტოვა ბრწყინვალე მოგონებები, ვიმოდევნებ მისი მომავალი კარგად წარიმართება." გუარდიოლამ ასევე აღნიშნა რომ ანრიმ დამოუკიდებლად მიიღო წასვლის შესახებ გადაწყვეტილება და მისი მხრიდან არ ყოფილა მსგავსი მოთხოვნა.

ზლატანი

რა თქმა უნდა გუარდიოლამ გვერდი ვერ აუარა იბრაჰიმოვიჩის თემას და განაცხადა : " მისი კლასის მოთამაშემ, თავად უნდა გადწყვიტოს რას აპირებს მომავალში, მსგავსად მარკესისა, მან თავად უნდა მიიღოს გადაწვეტილება, თუ დარჩენა სურს დარჩეს, ამით მხოლოდდამხოლოდ მადლობლები დავრჩებით, მაგრამ მას არ სურს წასვლა, ასე რომ ყველაფერი რიგზეა. ის გუნდში მოვიდა, რათა სარგებელი მოეტანა, როგორც ჩვენთვის ასევე საკუთარი თავისთვისაც, მაგრამ სეზონის შუაში მიღებულმა ტრავმამ მისი პროგრესი გარკვეულწილად შეაჩერა, შემდეგ კი დაიწყო ტრამვების გაუთავებელი სერია, საბოლოოდ კი იბრა ფორმაში ვერ ჩადგა. იგი ყოველთვის დაუღალავად მუშაობს თავის თავზე, რათა თავისი სტატუსი გაამართლოს გუნდში."

ინიესტა

გუარდიოლამ შეაქო ანდრესი და განაცხადა რომ მისი გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა ფინალში, ასევე დასძინა რომ შარშან ჰქონდა ამ ფეხბურთელს რამდენიმე პრობლემა, რომლებიც იმდეია წელს აღარ განმეორდება. " მან მსოფლიო ჩემპიონატზე ბრწყინვალე თამაში აჩვენა, იმედია მთელი სეზონი ასე გაგრძელდება."

სეიდუ კეიტა

გუარდიოლა საკმაოდ მცირე კონეტარით შემოიფარგლა და განაცხადა რომ ახლა კეიტას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მისია დაეკისრა გუნდში, ტურეს წასვლის შემდეგ მან ჩამშლელი ნახევარმცველის პოზიციაზე უნდა სინჯოს ძალები.

მარკესი

გუარდიოლამ განაცხადა რომ იბრასა და მარკეის მდგომარეობა კლუბში მსგავსია, თუ მას დარჩენა სურს დარჩეს, რადგან მარკესის მომავალი მისსავე ხელშია. " ჩვენ ამის შესახებ მსფლიო ჩემპიონატამდე გქვოდა საუბარი, მაგრამ მაშინ მას გადაწყვეტილება არ ჰქონდა მიღებული." გუარდიოლამ ხაზი გაუსვა მარკესის შვიდ წლიან მოღვაწეობას კლუბში.

ლიონელ მესი

გუარდიოლა თვლის რომ მესის მსოფლიო ჩემპიონატი ცუდად არ ჩაუტარებია, მიუხედავად იმისა რომ გერმანიასთან არგენტინა დამარცხდა. "ის გახლდათ ერთ–ერთი ყველაზე აქტიური ფეხბურთელი ჯგუფურ ეტაპზე, მაგრამ სამწუხაროდ მათ თამაში მოუხდათ ბრწყინვალე ფრომაში მყოფ გერმანელებთან. დარწმუნებული ვარ, მესი დაამწუხრა ამ წაგებამ, მაგრამ ვიცი რომ მას აქვს სურვილი დბრუნდეს და ყველაფერი მაღალ დონეზე გააკეთოს, როგორც მას სჩვევია." დასასრულს გუარდიოლამ დაუმატა რომ მესის შეუძლია დაბრუნდეს მასინ, როდესაც მოესურვება.

ია ია ტურე

გუარდიოლამ განაცხადა რომ, როგორც ჩიგრინსკის, ასევე ტურეს წასვლა მისი მოთხოვნით არ მომხდარა და საკმაოდ ცუდად გრძნობს თავს ამ ორი ფაქტის გამო. "ეს გახლავთ უდიდესი დანაკლილი ჩვენთვის. მე მესმის რომ ის არის ფეხბურთელი, რომელსაც სურს მეტი სათამაშო დრო მნიშვნელოვან შეხვედრებში, სამწუხაროდ მე ვერ მივეცი ამის შესაძლებლობა. ის გახლავთ გამორჩეული სპორტსმენი, ჩვენ არ გქონია ცუდი ურთიერთობა, მაგრამ მან წავლა არჩია. მე გავაკეთე ყველაფერი, რათა შემენარჩუნებინა იგი, ყველაფერი და უფრო მეტიც. მე ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს, ვიმედოვნებ იგი იპვის იმას რისთვისაც წავიდა და "მანჩესტერ სიტი" მისცემს იმას, რაც ჩვენ ვერ შევძელით."

დმიტრო ჩიგრინსკი

"ვიცი, ისე გამოდის, თითქოს მე ვიცრუე, როდესაც ვთქვი რომ ის რჩებოდა, მაგრამ მე მაქვს ჩემი ხედვა, კლუბს კი თავისი, ხოლო კლუბის ინტერსები ყოველთვის უფრო მაღლა დგას ვიდრე ჩემი. პრეზიდენტმა მითხრა რომ საჭირო იყო ჩიგრინსკის გაყიდვა. ეკონომიკური ინტერსესები, ყოველთვის უფრო წინ დგას ვიდრე ჩემი აზრი."

დავიდ ვილია

გუარდიოლმა ვილიას განიხილავს ანრის შემცვლელად: " მას შეტევაში ყველგან შეუძლია თამაში, როგორც მარცხენა ფლანგზე, ასევე უკან დაწეულსაც და ცენტრშიც. მას ყველა პოზიციიდან შეუზლია გოლის გატანა."

ენრიკე, გლები, ვიქტორ სანჩესი და კეირსონი

გუარდიოლამ განაცხადა რომ ისინი "ბარსელონას" ფეხბურთელები არიან და დაბრუნდებიან გუნდში წინასასეზონო მომზადების გასავლელად. სეზონის დაწყებამდე გუარდიოლა შეეცდება მათში გუნდისთვის სასარგებლო თვისებები იპოვოს.

ესპანური წარმატება

გუარდიოლამ ასევე კომენატრი გააკეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანელების მიერ მიღწეულ წარმატაბასთან დაკავშირებით: " მხოლოდ მაშინ იმარჯვებს გუნდი, როდესაც მთელი კოლექტივი ცდილობს ამას, ამრთლაია ესპანეთის ნაკრების დიდ ნაწილს ჩვენი ფეხბურთელები შეადგენდნენ, მაგრამ მათ დელ ბოსკე წვრთნიდა, რომელმაც დიდი დრო გაატარა მადრიდის "რეალში". სწორედ ამ თანაფარდობამ მოაგებინა ესანეთს მსოფლიო ჩემპიონატის თასი. ეს ბრწყინვალე საჩუქარია, როგორც ესპანური, ასევე კატალონიური ფეხბურთისათვის. მე ძალიან ბედნიერი ვარ..."

გუარდიოოლამ ასევე განაცხადა რომ ესპანეთისა და მექსიკის ერვნული ნაკრებების ამხანაგური მატჩი, რომელიც შედგება 11 აგვისტოს გარკვეულწილად პორბლემას შეუქმნია მას, რადგან 9 აგვისტოს იწყება "ბარსელონას" აზიური ტურნე, ხოლო 14 აგვისტოს შედგება "სევილიასთან" მატჩი.

გუარდიოლამ ასევე ისაუბრა ჟოზე მაურინიოს შესახებ: "ის გალხავთ ერთ–ერთი, საუკეთესო და შეიძლება ითქვას, მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი. მისი მოსვლა პრიმერა დივიზიონიოში ყველანაირად კარგია, რადგან წინ გველის უფრო მეტი სანახაობა ვიდრე ადრე, ეს ჩვენთვის გამოწვევაა. ჩვენ ყველაფრის ნულიდან დაწყება მოგვიწევს, რათა მივაღწიოთ მაქსიმალურ შედეგს. დარწმუნებლი ვარ, მადრდელები უშეღავათო ბრძოლას გავიმართავენ, რადგან მატ უკანასკნელი ორი სეზონის განავლობაში არანაირი ტიტული არ მოუგიათ."

წყარო: http://www.totalbarca.com/2010/news/guardiola-a-player-like-ibra-should-decide-his-own-future/

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.