დავიდ ვილია: "ბარსელონასთან" გამარჯვების დავიწყება შეუძლებელია"
მადრიდის "ატლეტიკოს" 32 წლის ესპანელმა თავდამსხმელმა, დავიდ ვილიამ, რომელმაც გუშინ მისი ყოფილი გუნდის, "ბარსელონას" წინააღმდეგ მორიგი მატჩი ჩაატარა და გაიმარჯვა (1:0), კომენტარი გააკეთა. იტყობინება, Inside Spanish Football.
შეგახსენებთ, რომ 1/4 ფინალურ სტადიაზე, "ატლეტიკომ" კატალონიელებს ორი მატჩის შედეგებით (2:1) სძლია და ნახევარფინალში გავიდა.
"დღეს ერთ-ერთი ის ისტორიული დღეა, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია. "ატლეტიკო" - დიდებული კლუბია, რომელმაც რთული პერიოდი გაიარა, სწორედ ამიტომ ასეთი გამარჯვება ბევრს ნიშნავს. უკანასკნელ წლებში ჩვენ არც თუ ისე ცოტა ტიტული მოვიგეთ და რაც ყველაზე მთავარია, დიდ კლუბებთან კონკურენცია ვისწავლეთ. ჩვენ უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავედით და ლა ლიგის ცხრილში "რეალსა" და "ბარსელონას" ვჯობნით. "ბარსელონასთან" დაპირისპირებაში აღსანიშნავი ფაქტი ის არის, რომ ჩვენ აქამდე კატალონიელების დამარცხება ვერ შევძელით, დღეს კი ეს მოვახერხეთ. ეს შესანიშნავი მატჩი იყო!" - განაცხადა, ვილიამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინდელ შეხვედრაში ერთადერთი გოლი ახალგაზრდა ესპანელმა ფეხბურთელმა, კოკემ გაიტანა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]