ნეიმარი: „ცხოვრება გრძელდება და აუცილებელია წინსვლა“

ნეიმარი: „ცხოვრება გრძელდება და აუცილებელია წინსვლა“

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ნეიმარმა, ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის "ატლეტიკოსთან" მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ, კომენტარი გააკეთა.

"ცხოვრება გრძელდება და აუცილებელია წინსვლა. რა თქმა უნდა, ჩვენ დამხურებულები ვართ, რადგან ასეთი მარცხის გამოცდა ყოველთვის რთულია. "ატლეტიკო" მტკიცედ იცავდა თავს და უნდა ვაღიაროთ, რომ ისინი ჩვენზე მაღლა იდგნენ." - განაცხადა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა.

კატალონიელები "ატლეტიკოსთან", ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის მეორე მატჩში, ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ და ნახევარფინალში ვერ გააღწიეს. "ბარსელონა", საერთო ჯამში, მადრიდულ გუნდთან 2:1 დამარცხდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 43 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.