„ბარსელონასა“ და „ატლეტიკს“ შორის მატჩი 20 აპრილს გაიმართება
"ბარსელონას" უკვე ოფიციალურად აცნობეს, რომ ესპანეთის ჩემპიონატის მატჩი "ატლეტიკ ბილბაოს" წინააღმდეგ გაიმართება 20 აპრილს, 21:00 საათზე, "კამპ ნოუზე".
აღნიშნული მატჩი თავდაპირველად დანიშნული იყო მაისში, რადგან ვარაუდობდნენ, რომ "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდოდა. ვინაიდან, ეს ასე არ მოხდა, ამიტომ, ახლა უკვე, ოფიციალურად, მატჩი კვირას, 20 აპრილს გაიმართება. ასევე შეიცვალა "რეალ სოსიედადსა" და "ესპანიოლის" შორის შეხვედრის დასაწყისი. ეს მატჩი სტარტს შაბათს, 19 აპრილს, 20:00 საათზე აიღებს.
მადრიდის "რეალი" 7 მაისს "ვალიადოლიდს" დაუპირისპირდება, "ატლეტიკოსა" და "ელჩეს" შორის მატჩი კი გაიმართება პარასკევს, 18 აპრილს, რადგან მადრიდულმა კლუბებმა ჩემპიონთა ლიგის ოთხ გუნდში გააღწიეს.
ლა ლიგის დარჩენილი სეზონი "ბარსასთვის" ასეთია:
33-ე ტური: "გრანადა" - "ბარსელონა" (შაბათი, 12 აპრილი, 20:00 საათი)
34-ე ტური: "ბარსელონა" - "ატლეტიკი" (კვირა, 20 აპრილი, 21:00 საათი)
35-ე ტური: "ვილიარეალი" - "ბარსელონა"
36-ე ტური: "ბარსელონა" - "ხეტაფე"
37-ე ტური: "ელჩე" - "ბარსელონა"
38-ე ტური: "ბარსელონა" - "ატლეტიკო"
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 34 ]