ფინალში "ბენფიკას" წინააღმდეგ
უეფას ახალგაზრდულ ლიგაში "ბარსელონას" გუნდმა "ხუვენილ ა"-მ მინიმალური ანგარიშით (1-0) დაამარცხა "შალკე 04" და გავიდა ფინალში.
პირველი ახალგაზრდული ლიგა უეფას ეგიდით დასასრულს უახლოვდება. ნახევარფინალში გავიდა ოთხი გუნდი: "ბარსელონა", "შალკე", "რეალი" და "ბენფიკა". "ხუვენულ ა"-ს მწვრთნელმა ხორდი ვინიალსამ შეძლო მეტად მოტივირებული გუნდის ჩამოყალიბება და ფეხბურთელებს დაუსახა კიდევ ერთი მიზანი - ახალი ტიტული.
გადამწყვეტ მატჩამდე "ბლაუგრანამ" ჯგუფში მოიპოვა პირველობა, გადაასწრო "მილანს" (1-1: 6-2), "აიაქსს" (4-1: 4-0) და ჩელსის (0-2: 0-1). რაც შეეხება მერვედფინალს, აქ კატალონიელებმა დაამარცხეს "კოპენჰაგენი" (4-1), ხოლო უკვე მეოთხედფინალში ისინი იგებენ მატჩში "არსენალთან", ანგარიშით 4-2.
"შალკესთან" მატჩში ესპანელებმა დააყენეს საუკეთესო შემადგენლობა. ყველა მათგანს წინა მატჩებში მინიმუმ 1 თამაში ჰქონდა ჩატარებული. ასევე გუნდს ეხმარებოდა ადამა ტრაორე, რომელიც წარმატებულად ასპარეზობს "ბარსა ბ"-ში. ამავდროულად გადაწყდა, რომ ფილიალიდან აღარ იყო საჭირო იმ ფეხბურთელების აყვანა, რომელთა ასაკიც ხელს უწყობს მათ უეფას ახალგაზრდულ ლიგაში სათამაშოდ. საუბარია გრიმალდოზე, ბანიაკეზე, სამპერეზე, სანდროზე და დონღუზე. ერთი შეხედვით ეს გადაწყვეტილება სამართლიანია, რადგან საჭიროა დაუფასდეთ საქმე იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც გაიყვანეს გუნდი ნახევარფინალში.
კატალონიელებმა ყველაფერი კარგად დაიწყეს და აშკარად სურდათ პირველივე წუთებიდან შემდეგი ეტაპის საგზურის მოპოვება, თუმცა გერმანელთა კარგმა და ხარისხიანმა დაცვამ მათ ეს სურვილი ცოტა ხნით დაავიწყა. მეშვიდე წუთზე მაქსი როლონმა დაიკავა შესანიშნავი პოზიცია საჯარიმოში და აკრობატული ნახტომით დაარტყა ბურთს, თუმცა პატარა მანძილით ააცილა კარს. ამას უმალვე მოჰყვა გერმანელთა კონტრშეტევები, მაგრამ "ბარსელონას" გოლკიპერის შესანიშნავი თამაშის ხარჯზე, კატალონიელებმა კარი სუფთად შეინახეს.
უკვე დაახლოებით 20 წუთიდან "ბარსელონა" მთლიანად აკონტროლებს მატჩს. მთავარი და გადამწყვეტი მოთამაშე გახდა უილფრიდ კაპტუმი, რომელიც ცენტრში შესანიშნავად ფლობს ბურთს და არც გერმანელთა კარს აკლებს დარტყმებს. მისი ორი გარღვევა დასრულდა სახიფათო დარტყმით. პირველად მან მარცხენა ფეხით ძლიერ დაარტყა კარის მიმართულებით, ყველაფერი მეკარეზე იყო დამოკიდებული, თუმცა მანაც არ დააყოვნა და ბურთი, შორეული ნახტომით, "ცხრიანიდან" გამოიტანა. მეორე დარტყმაც ზუსტად ასე "ცხრიანში" გადაგზავნა, თუმცა მეკარე ამისთვისაც მზად იყო და გოლი არ გაუშვა. პირველი ტაიმის დარჩენილ დროში "ხუვენილ ა" შესანიშნავად უტევდა "შალკეს", განსაკუთრებით კი თავი ადამა ტრაორემ და მუნირმა გამოიჩინეს.
შესვენების შემდეგ მაყურებლებმა იხილა გაცილებით გახსნილი თამაში. ტრაორე და მუნირი ზედიზედ, მიყოლებით "ასულელებდნენ" გერმანელთა დაცვას და გადიოდნენ დასარტყმელ პოზიციაზე. სწორედ ასეთი გარღვევის ხარჯზე ტრაორემ მოატყუა ფლანგზე მცველები, გაიქცა წინ და შესანიშნავი გადაცემით გადააწოდა ბურთი მაროკოელს, რომელმაც ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი კარში. კვლავ "შალკეს" მეკარე, ვალენროიტერი, მას ძალიან გაუჭირდა ბურთის მოგერიება, მაგრამ მაინც შეძლო.
შეტევის გასაძლიერებლად ხორდი ვინიალსმა გადაწყვიტა თამაშში ჩაერთო მოხუ ელ-ოურიაჩი, ამ ცვლილებამ კი შედეგი გამოიღო. ხორდი ორტეგამ ცენტრში ჩაჭრა ბურთი, უმალვე გადაუგდო მაროკოელს, რომელმაც მოატყუა მცველი და ჩაუწოდა საჯარიმოს ცენტრში მდგარ მუნირს, ამ უკანასკნელმა კი შეძლო გოლის გატანა. ამის შემდეგ "ბლაუგრანა" გაცილებით მეტს უტევს, თუმცა მათ ვეღარ შეძლეს მეორე გოლის გატანა.

"ბარსელონა" გადის ფინალში, სადაც დაუპირისპირდება "ბენფიკას", რომელმაც ნახევარფინალში გაანადგურა მადრიდის "რეალი" ანგარიშით 4-0.
"შალკე 04": ვალენროიტერი, კოზელერი (ავდიაი 78), ფრიდრიხი, შტარკე-ხედლუნდი, ნოიბაუერი, მიულერი, იტერი (ბოდენრედენი 85), მულტხაული, ზანე, პიკი (ლოხმარი 81), პლატე.
"ბარსელონა": სუარესი, გოდსვილი (პალენსია 83), რიერა, ტარინი, ხავი კინტილია, ორტეგა, კაპტუმი, ენგუენე (როსი 90), ადამა, მაქსი როლონი (მოხა 70), მუნირი.
გოლები: მუნირი 72'
მსაჯი: პაველ რაჩკოვსკი (პოლონეთი)
გაფრთხილებები: კოზელერი (42'), ზანე (53'), ხავი კინტილია (58'), კაპტუმი (63'), ტარინი (90+3')
ფინალი გაიმართება 14 აპრილს 18:30 საათზე (თბილისის დროით). მეტი ინფორმაციისათვის დააჭირეთ აქ
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 27 ]