კლასიკოს მოლოდინში

კლასიკოს მოლოდინში

"ბარსელონა" და "რეალი", რომლებსაც წინ თასის ფინალი აქვთ, ცდილობენ დაეწიონ "ატლეტიკოს".

"ბარსელონასთვისაც" და "რეალისთვისაც" მიმდინარე კვირას გამართული ჩემპიონთა ლიგის მატჩები კრახით დასრულდა, თუმცა სხვადასხვა შედეგით. კლოპის გუნდის 2-მა გოლმა სამეფო კლუბი დააბნია, მართალია მადრიდელები დამარცხდნენ, თუმცა სახლში მოპოვებული გამარჯვების ხარჯზე ისინი ნახევარფინალში არიან. რაც შეეხება "ბარსელონას" ალბათ ბევრმა გულშემატკივარმა განიცადა მარცხი "ატლეტიკოსთან", რაც კატალონიურ კლუბს ნახევარფინალის საგზურად დაუჯდა. მართლაც მწარე მარცხი იყო. გლოვის დრო აღარ არის, უკვე შემდეგ შაბათს ეს გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ესპანეთის თასის ფინალში, თუმცა იქამდე ორივემ უნდა ჩაატაროს თითო მატჩი - "რეალმა" "ალმერიასთან" და "ბარსელონამ" "გრანადასთან". არანაირ შემთხვევაში არ შეიძლება ქულების დაკარგვა.

"რეალს" გაცილებით დიდი საკადრო პრობლემები აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი დანაკარგი მათთვის პირველია მიმდინარე სეზონში. ძირითადად მთელი წელი ხედირას ჩანაცვლება უხდებოდათ, ახლა კი 4 მცველიდან 3-ის შეცვლა მოუწევთ. მარჯვენა ფლანგზე ანჩელოტის მოუწევს ნაჩოს დაყენება. ასევე დისკვალიფიცირებულ ხაბი ალონსოს ჩაანაცვლებს ილიარამენდი, ხოლო ტრავმირებულ რონალდოს შეცვლის ისკო. უკვე დადასტურდა ფაქტი, რომ პორტუგალიელი თასის ფინალს გამოტოვებს, ექიმები კი ცდილობენ, რომ თავიდან აიცილონ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩის გამოტოვებაც.

რაც შეეხება "ბარსელონას". აქ "ატლეტიკოსთან" მარცხის გამო, ჯერ კიდევ სუფევს თვითკრიტიკის საკითხი. უკვე აშკარა ხდება, რომ კატალონიელთა საფირმო თამაშს ისეთი შედეგი აღარ მოაქვს, როგორიც აქამდე იყო. მადრიდელები იყვნენ გაცილებით ჩქარები და აგრესიულები. არ აძლევდნენ კატალონიელებს მომენტების შექმნის საშუალებას.

თუკი "რეალს" ჰქონდა პრობლემები ფლანგის მცველებთან, "ბარსელონას" პრობლემები ძირითადად ცენტრში სუფევს. პიკე-პუიოლის დუეტს მიემატა მარკ ბარტრაც. ტატა მარტინოს კი ერთადერთი ვარიანტი დარჩა: დააყენოს დაცვაში ალექს სონგი. დიდი ალბათობით "გრანადასთან" ეს პრობლემა არ იქნება აშკარა, თუმცა კლასიკოსთვის ასეთი დაცვით საეჭვოა რამე გვეპატიოს. შეიძლება ადრე უარესი პრობლემებიც გვქონია, მაგრამ სწორედ გუარდიოლას პერიოდში გუნდი არ ნერვიულობდა ამაზე, რადგან ბურთი მეკარემდე იშვიათად მიდიოდა. ახლა კი გასულ წლებთან შედარებით აშკარად აღარ გვაქვს ისეთი პრესინგი, როგორიც პეპის დროს გვქონდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 60 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.