ექვსი კლასიკო სამეფო თასის ფინალში

ექვსი კლასიკო სამეფო თასის ფინალში

"ბარსელონასა" და მადრიდის "რეალის" 112 წლიანი ისტორიის მანძლზე, ეს გუნდები სამეფო თასის ფინალში ერთმანეთს 6-ჯერ დაუპირისპირდნენ. საერთო ანგარიში კი 3-3 არის.

მადრიდის "რეალი" ფინალში გოლის გაშვების გარეშე გავიდა, 1/2 ფინალში კი თანაქალაქელი "ატლეტიკო" ორი მატჩის ჯამში 5-0 დაამარცა. ხოლო "ბარსელონამ" ყველა მატჩი მოიგო, გარდა "რეალ" სოსიედადთან 1-1 დამთავრებული მატჩისა. საკადრო პრობლემები ორივე გუნდს აქვს, "რეალს" კრიშტიანუ რონალდუ დააკლდება, ხოლო "ბარსელონას" ვიქტორ ვალდესი და ხერარდ პიკე.

ამ გუნდებს შორის პირველი ფინალი სამეფო თასზე 1936 წელს შედგა. ბოლო კი 2011 წელს.

გთავაზობთ ჩატარებული ექვსი მატჩის ქრონოლოგიასა და შედეგებს.

შედეგი სტადიონი წელი
რეალი 2-1 ბარსელონა მესტალია
1936
ბარსელონა 1-0 რეალი  ბერნაბეუ
1968
რეალი 4-0 ბარსელონა კალდერონი 1974
ბარსელონა 2-1 რეალი  რომარედა 1983
ბარსელონა 2-0 რეალი  მესტალია 1990
რეალი 1-0 ბარსელონა მესტალია 2011

ზემოთ ხსენებულ ყველა ფინალს თან ახლდა რაღაც გამორჩეული, რაც ამ მატჩს განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა. მაგალითად 1936 წლის ფინალში მონაწილეობას იღებდა ლეგენდარული მეკარე რიკარდო ზამორა. 

1968 წლის ფინალი აღსანიშნავია იმით, რომ "ბარსელონამ" თასის აღმართვა "ბერნაბეუზე" მოახერხა.

1974 წელს ფინალში "რეალმა" 4-0 იმარჯვა, მაშინ, როცა იმ სეზონზე ლა ლიგაზე "ბარსამ" "რეალს" 5-0 სძლია. თუმცა იმ დროს სამეფო თასის ფინალზე არაესპანელი ფეხბურთელის თამაში იკრძალებოდა, რის გამოც მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღეს ჰოლანდიელმა იოჰან კრუიფმა და პერუელმა უგო სოტილმა (ორივე "ბარსა"), გერმანელმა გიუნტერ ნეტცერმა და არგენტინელმა ოსკარ მასმა (ორივე "რეალი").

1983 წლის სარაგოსას ფინალში მონაწილეობა მიიღო დიეგო მარადონამ, თუმცა მან გოლის გატანა ვერ მოახერხა. გოლები ვიქტორ მუნიოსმა (1-0), სანტილიანამ (1-1) და მიგელ ალონსომ (2-1) გაიტანეს.

1990 წელს "ბარსამ" თასი კიდევ ერთხელ მოიგო, ეს ტიტული იოჰან კრუიფისთვის პირველი ტიტული იყო "ბარსას" მწვრთნელის რანგში. ამ ტიტულიდან დაიწყო გუნდის დაბადება, რომელსაც "ბარსას" "ოცნების გუნდი" ეწოდა.

2011 წელს ფინალს ისევ "მესტალიამ" უმასპინძლა. ამ დროისთის მატჩში მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები მესი, რონალდუ, ჩავი, ინიესტა. მატჩს დამატებით ინტრიგას სძენდა პეპ გვარდიოლასა და ჟოზე მაურინიოს დაპირისპირება. 90 წუთი უგოლო აღოჩნდა, დამატებით დროში კი პორტუგალიელმა რონალდუმ მოახერხა გოლის გატანა და "რეალმა" გამარჯვება მოიპოვა. ამ მატჩის შემდეგ საბოლოო ანგარიში 3-3 გახდა.

ვნახოთ როგორი იქნება მეშვიდე ფინალი, ახალი მწვრთნელებით. მოგების სურვილი ორივე გუნდს აქვს, თუმცა მოგებისთის მხოლოდ სურვილი არ კმარა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 16 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.