ლაუდრუპი: „ბარსელონას“ ჩემპიონობის შანსები აქვს“
"ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი მიქაელ ლაუდრუპი მიიჩნევს, რომ ესპანეთის ჩემპიონატში ჯერ კიდევ არაფერია გადაწყვეტილი და კატალონიელებს ტოტულისთვის ბრძოლა შეუძლიათ. ლაუდრუპი ასევე ესპანეთის თასის სანახაობრივ ფინალს ელის, რომელიც გაიმართება 16 აპრილს ვალენსიაში. ამ შეხვედრაში ერთმანეთს "ბარსელონა" და მადრიდის "რეალი" დაუპირისპირდებიან.
"ბარსას" ჯერ კიდევ აქვს შანსები ჩემპიონობისთვის ბრძოლაში - ყველაფერი, შესაძლოა, ორ კვირაში შეიცვალოს. როდესაც საქმე ძალიან კარგად არ მიდის, მაშინ იგი მარტივია შეხედო სამწვრთნელო სკამს და იპოვო დამნაშავე. ბოლოდროინდელი შედეგები არ არის იმედის მომცემი, მაგრა არ ვფიქრობ, რომ დამნაშავე მხოლოდ ტატა მარტინოა.
ესპანეთის თასის ფინალი არ გაიმართება სახლში, მაგრამ არც სტუმრად, ამიტომ "ბარსას" შეუძლია გამოსწორება და გამარჯვება. ეს ადვილი არ იქნება, რადგან ისინი ითამაშებენ რთულ მეტოქესთან. იმედი მაქვს, რომ სანახაობრივ სპექტაკლს ვიხილავთ, როგორც გასულ "კლასიკოში". - განაცხადა ლაუდრუპმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]