ბართომეუ: „კლუბს მესიში ეჭვი არ ეპარება“

ბართომეუ: „კლუბს მესიში ეჭვი არ ეპარება“

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ მხარი დაუჭირა ლიონელ მესის. მან აღნიშნა, რომ კლუბს მასში ეჭვი არ ეპარება.

"ზოგჯერ ძალიან უსამართლოდ იქცევიან ლეოს მიმართ. მან "ბარსელონასთვის" ძალიან ბევრი გააკეთა. დიდი მადლობლები ვართ მისი, მან გუნდს ტიტულები მოაგებინა. ჩვენ მასში ეჭვი არ გვეპარება. დარწმუნებული ვარ, მესი "ბარსელონას" ლიდერად მრავალი წლის განმავლობაში დარჩება." - განაცხადა ბართომეუმ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მესი და "ბარსელონა" ახალი კონტრაქტის პირობებზე ვერ თანხმდებიან, რამაც, შესაძლოა, არგენტინელის გაყიდვა გამოიწვიოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 15 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.