„მანჩესტერი“ ფაბრეგასს უმიზნებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" სამწვრთნელო შტაბი დაინტერესებულია "ბარსელონას" ნახევარმცველის, სესკ ფაბრეგასის მომსახურებით, იტყობინება ესპანური პრესა.
აღსანიშნავია, რომ "წითელი ეშმაკები" ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველით პირველად არ ინტერესდებიან. ისინი გასული ორი სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურად ცდილობდნენ ფაბრეგასის გადაბირებას, მაგრამ საბოლოოდ მიზანს ვერ მიაღწიეს. წყაროს ინფორმაციის თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერების" ხელმძღვანელობა, თავის მხრივ, მზადაა ინგლისური გრანდის წინადადების განსახილველად. იმ შემთხვევაში, თუ ეს ტრანსფერი შედგება, მაშინ "მანჩესტერ იუნაიტედს" დაახლოებით 30 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
მიმდინარე სეზონში ფაბრეგასმა ესპანეთის ჩემპიონატში 32 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 8 გოლი და გააკეთა 12 საგოლე გადაცემა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 27 ]