„ატლეტიკო“ ალექსისით ინტერესდება

„ატლეტიკო“ ალექსისით ინტერესდება

მადრიდის "ატლეტიკოს" ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი მომავალი სეზონისთვის გუნდის კიდევ უფრო გაძლიერების მიმართულებით მუშაობს, იტყობინება ესპანური პრესა.

ამ მხრივ, მადრიდული გუნდის მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე ყურადღებას ამახვილებს "ბარსელონას" თავდამსხმელზე, ალექსის სანჩესზე. არგენტინელი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ ჩილეს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი მეტწილად მისი გუნდის შეტევითი პოტენციალის გაძლიერებას შეძლებს. აღსანიშნავია, რომ "ატლეტიკო" სანჩესით ჯერ კიდევ ფეხბურთელის "ბარსელონაში" გადასვლამდე ინტერესდებოდა, თუმცა ფინანსურ საკითხებში მადრიდელებმა კატალონიელებთან კონკურენციის გაწევა ვერ მოახერხეს.

შეგახსენებთ, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანჩესის ბედი "ბარსელონაში" გაურკვეველია. ფეხბურთელით ასევე დაინტერესებულია ტურინის "იუვენტუსი".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 23 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.