ნეიმარი: „ჩემთვის მესი ბეილსა და რონალდუზე უკეთესია“
"ბარსელონას" ბრაზილიელი თავდამსხმელი ნეიმარი მიიჩნევს, რომ მისი თანაგუნდელი ლიონელ მესი უფრო ძლიერი ფეხბურთელია, ვიდრე "რეალის" თავდამსხმელები გარეთ ბეილი და კრიშტიანუ რონალდუ.
"მე კარგად ვიცნობ ბეილს: ის საოცარია. გარეთი ერთ-ერთი მოთამაშეა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელებიდან. მას აქვს დიდი პოტენციალი, ამ სეზონში ის ძალიან კარგად გამოიყურება.
რაც შეეხება რონალდუს, მე ვეთანხმები იმას, რომ ის ასევე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მაგრამ, ამავე დროს, შემიძლია ვთქვა, რომ მე ყოველ დღე ვვარჯიშობ მესისთან ერთად. ჩემთვის ის ბეილსა და რონალდუზე უკეთესია." - განაცხადა ნეიმარმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3
კომენტარები [ 55 ]