მასკერანო: „ბარსამ“ ბოლომდე უნდა იბრძოლოს, როგორც ეს ტიტომ გააკეთა“
"ბარსელონას" მცველმა, ხავიერ მასკერანომ "ვილიარეალთან" გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ გუნდმა ლა ლიგის ტიტულისათვის ბოლომდე უნდა იბრძოლოს. არგენტინელმა, ასევე, მწუხარება გამოთქვა ტიტო ვილანოვას გარდაცვალებაზე.
"ის, რაც ცოტა ხნის წინ მოხდა, ჯერ კიდევ ნათლადაა ჩვენს მეხსიერებაში. ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, ეს არის ტიტოს ოჯახის გვერდზე დადგომა და ტკივილის გაზიარება.
ტიტო ყოველთვის მამუშავებდა ფენომენალურად კარგად. როდესაც ტიტულს მოვიგებთ, ჩავეხუტები და მადლობას გადავუხდი მას გამოცდილებისათვის.
ყველაფერი, რაც ჩვენ ახლა უნდა გააკეთოთ - ბრძოლა ბოლომდე ესპანეთის ჩემპიონატში, ისე, როგორც ეს ტიტომ გააკეთა." - განაცხადა მასკერანომ.
ამჟამად, "ბარსელონა" სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება და "ატლეტიკოს" 4 ქულით ჩამორჩება. 35 ტურის შემდეგ კატალონიელებს აქვთ 84 ქულა, დიეგო სიმეონეს ფეხბურთელებს კი 88 ქულა. მადრიდის "რეალი" მესამე ადგილზე იმყოფება 82 ქულით, მაგრამ მას ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]