აბიდალი: „ტიტოსთან ერთად ბევრი რამ გავიზიარე და აქ უნდა ვიყო“
ერიკ აბიდალმა დღეს თავისი ყოფილი თანაგუნდელები მოინახულა. მან ეს გააკეთა ტიტო ვილანოვას გარდაცვალებიდან სამი დღის შემდეგ, რომელთანაც ერთად ის 2008-იდან 2013 წლამდე მუშაობდა პირველ გუნდში. "მე აქ უნდა ვიყო. ეს მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენ ძალიან ვუყვარდით მას და მის ოჯახს."
"ბარსელონა" დიდი ოჯახია. ჩვენ ბევრი საერთო გვქონდა მრავალი წლის განმავლობაში და თუ ჩვენ ვკარგავთ ერთ-ერთ ჩვენთაგანს, ნორმალურია, რომ ეს ძლიერ გავლენას ახდენს ყველაზე. მე ნამდვილად აქ უნდა ვიყო." - განაცხადა ყოფილმა "ლურჯ-ბროწეულისფერმა".
როდესაც ერიკს სთხოვეს გაეხსენებინა ტიტო ვილანოვასთან დაკავშირებული რაიმე მომენტი, მან განაცხადა: "მახსოვს, რომ ცოტა ხნის წინ გამომიგზავნა სურათი, სადაც ჩვენ მოვიგეთ ტიტული და ზევით ვწევდით თასს. ჩვენ ერთად ბევრი გავიარეთ. ბევრი ვისაუბრეთ. დღეს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია აქ ყოფნა, არც ისე შორს მისი და "ბარსას" ოჯახებიდან."
მცველმა, ასევე, შეაქო პირველი გუნდის ფეხბურთელები, რომლებმაც რთული მატჩი მოიგეს: "ცხადი იყო, რომ ისინი ფსიქიკურად რთულ მდგომარეობაში იყვნენ, ამ ყველაფერმა მათზე ძალიან იმოქმედა. მაგრამ მათ მიღწიეს კარგ შედეგს და სამი ქულა მოიპოვეს."
ერიკ აბიდალი "მონაკოში" გასულ ზაფხულში გადავიდა. ამჟამად, გუნდი ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება და 7 მაისამდე არ თამაშობს.
[media=http://www.youtube.com/watch?v=Xh8DkXV2FvU]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]