40 გოლი ზედიზედ 5 სეზონში

40 გოლი ზედიზედ 5 სეზონში

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში "ვილიარეალის" კარის აღების შემდეგ, მესის 40 გოლი ზედიზედ მე-5 სეზონში დაუგროვდა.

მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში მესის, ტრავმის გამო, ბევრი გაუცდა. შედეგად, მან მხოლოდ 43 არასრული თამაში ჩაატარა, მაგრამ არგენტინელმა თავდამსხმელმა მეტოქეთა კარში 40 გოლის გატანა მაინც მოახერხა. აქედან 27 გოლი ლა ლიგაზე მოდის, 8 ჩემპიონთა ლიგაზე და 5 ესპანეთის თასზე. ერთადერთი ტურნირი, რომელზეც მესიმ გოლი ვერ გაიტანა, ესპანეთის სუპერთასია.

მესის კარიერაში ზედიზედ მეხუთედ მოხდა, რომ მან სეზონში 40 ან მეტი გოლი გაიტანა. წინა 4 შემთხვევიდან 3-ჯერ არგენტინელმა პიჩიჩის წოდებაც მოიგო და "ოქროს ბუციც".

აქვე აღვნიშნავთ, რომ ლიონელ მესი ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 27 გოლი ზედიზედ 5 გათამაშებაში გაიტანა.

სეზონი
გოლი თამაში
2013/14 40 43
2012/13 60 50
2011/12 73 60
2010/11 53 55
2009/10 47 53
2008/09 38 51
2007/08 16 40
2006/07 17 36
2005/06 8 25
2004/05 1 9
სულ 353 422

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 30 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.