„ბარსა ბ“-ს სტადიონს სახელი ტიტო ვილანოვას საპატივცემულოდ დაერქმევა
თუ კატალონიურ El Mundo Deportivo-ს დავუჯერებთ, "ბარსელონას" ხელმძღვანელობა კლუბის ახალგაზრდული გუნდის ახალი სტადიონისთვის ტიტო ვილანოვას სახელის დარქმევას აპირებს.
"ბარსა ბ"-ს საშინაო არენის რეკონსტრუქცია აქამდეც გადაწყვეტილი იყო. ცნობილია, რომ ახალი სტადიონი დაახლოებით 6 ათას მაყურებელს დაიტევს და ის მზად 2016-17 წლების სეზონის სტარტისთვის იქნება.
კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, "ბარსას" ხელმძღვანელობა ახალი არენისთვის გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ტიტო ვილანოვას სახელის დარქმევაზე ფიქრობს. შეგახსენებთ, რომ ვილანოვა, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 22 ]