ბოიანი „ბარსელონაში“ დაბრუნებას არ გამორიცხავს
"ბარსელონადან" ამსტერდამის "აიაქსში" განათხოვრებული ბოიან კრკიჩი კატალონიურ კლუბში დაბრუნებას და ფეხბურთის თამაშის სამშობლოში გაგრძელებას არ გამორიცხავს.
"ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მიმდინარე სეზონში ფეხბურთისგან დიდი სიამოვნება მივიღე. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ყველაფერი უნდა ავწონ-დავწონო. "ბარსელონასთან" ჩემი კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ მთავრდება და კატალონიურ გუნდში დაბრუნება ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება. საჭიროა, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღო." - აცხადებს ბოიანი.
23 წლის კატალონიელი ფეხბურთელი კომენტარს "აიაქსის" მთავარი მწვრთნელის, ფრანკ დე ბურის "ბარსელონას" დამრიგებლად შესაძლო დანიშვნის შესახებაც აკეთებს: "დე ბურს "ბარსელონას" უკავშირებენ? "აიაქსთან" ერთად მან ჰოლანდიის ჩემპიონატი ზედიზედ 4-ჯერ მოიგო. ვფიქრობ, ის დიდი გუნდის გასაწვრთნელად მზადაა."
ბოიან კრკიჩი "ბარსელონაში" 2007-11 წლებში თამაშობდა. ბოლო 3 წლის განმავლობაში ის არენდის წესით სხვადასხვა გუნდში თამაშობს. "რომასა" და "მილანის" შემდეგ ფეხბურთელმა "აიაქსს" მიაშურა. ცოტა ხნის წინ, მან ამსტერდამელებთან ერთად ჰოლანდიის ჩემპიონატი მოიგო და ეს წარმატება ტიტო ვილანოვას მიუძღვნა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 27 ]