ნოლიტო: „ვფიქრობ, რომ ლუის ენრიკე „ბარსელონას“ უხელმძღვანელებს“

ნოლიტო: „ვფიქრობ, რომ ლუის ენრიკე „ბარსელონას“ უხელმძღვანელებს“

"სელტას" თავდამსხმელი ნოლიტო არ ფიქრობს, რომ მისი გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე კლუბში დარჩება.

ნოლიტოს ლუის ენრიკე მაღალ კვალიფიციურ სპეციალისტად მიაჩნია.

"ლუის ენრიკე - სპეციალისტი, რომელმაც იცის, თუ როგორ მიიღოს მაქსიმუმი თავისი ფეხბურთელებისგან. ყოველთვის ვენდობით მას. რაც შეეხება მის მომავალს, არ ვფიქრობ, რომ ის "სელტაში" დარჩება. ჩემი აზრით, ლუის ენრიკე "ბარსელონას" უხელმძღვანელებს. თუმცა, არ ვიცი, მოხდება თუ არა ეს მომავალ სეზონში. მაგრამ დარწმუნებული ვარ იმაში, ის ამ გუნდის გაწვრთნით წარმატების მიღწევას შეძლებს." - განაცხადა ნოლიტომ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 18 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.