„ბარსელონა“ - „ატლეტიკო“. პუიოლი იმედოვნებს, რომ გამოსამშვიდობებელ მატჩს ითამაშებს
"ბარსელონას" ცენტრალური მცველი, ლეგენდარული კაპიტანი კარლეს პუიოლი, ლა ლიგის ამ სეზონის ბოლო, "ატლეტიკოს" წინააღმდეგ მატჩში მონაწილეობის მიღებას გეგმავს.
36 წლის მცველს კვლავ მუხლის ტრავმა აწუხებს, ამიტომ ის ვერ მოხვდა "ხეტაფეს" წინააღმდეგ მატჩის განაცხადში.
ამდენად, დღევანდელი მატჩის გარდა, პრიმერას 38-ე ტურის შეხვედრა "ატლეტიკოსთან" სეზონის უკანასკნელი საშინაო მატჩი იქნება და პუიოლი იმედოვნებს, რომ ბოლოჯერ გამოჩნდება "კამპ ნოუზე" გულშემატიკვრების წინ. შეგახსენებთ, კარლესმა უკვე განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონი მისთვის ბოლო სეზონია "ლურჯ-ბროწეულისფერების" მაისურში.
"ჩვენ ვისაუბრეთ და მას ძალიან სურს სეზონის ბოლო მატჩში თამაში. მისთვის ეს გულშემატკივრებთან გამომშვიდობების შესაძლებლობაა. ვნახოთ, მისცემენ თუ არა ექიმები თამაშის საშუალებას. მაგრამ ჩვენ ეს ვარიანტი გვემახსოვრება." - განაცხადა "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 37 ]