დაუვიწყარი საღამო "სტემფორდ ბრიჯზე"
21-ე საუკუნეში დასაწყიში "ბარსელონას" გულშემატკივარს ყველაზე მეტად და გამორჩეულად ხოსეპ გვარდიოლას ერა ახსოვს, რომელსაც საფუძველი 2008 წელს ჩაეყარა და 2012 წელს დასრულდა...
რადგან საფუძველი ვახსენეთ, 2009 წლის 6 მაისი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია, რადგან ყველაფერი სწორედ აქედან და უკვე შემდგომ, რომის ფინალიდან დაიწყო. უეფას ჩემპიონთა ლიგის 2008/2009 სეზონის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში, რომელიც "სტემფორდ ბრიჯზე" გაიმართა და ერთმანეთს ლონდონის "ჩელსი" - კატალონიის "ბარსელონას" დაუპირისპირდა, საკმაოდ დრამატული იყო... შეხვედრაში პირველი გოლის ავტორი მაიკლ ესიენი გახდა, ყველაფერი ისე მიდიოდა, რომ შეხვედრის ბედი და ფინალისტის ვინაობა გარკვეული იყო, თუმცა 25 წლის ანდრეს ინიესტამ მხოლოდ ერთი დარტყმით შეცვალა სცენარი... "ბარსელონა" ფინალში გადის და საფუძველი ეყრება ზღაპრულ ეპოქას... დღეს 2014 წლის 6 მაისია და ამ დღიდან კი უკვე 5 წელი გავიდა.

ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 42 ]