მესიმ, შესაძლოა, „ბარსელონასთან“ კონტრაქტი კვირის ბოლომდე გაახანგრძლივოს

მესიმ, შესაძლოა, „ბარსელონასთან“ კონტრაქტი კვირის ბოლომდე გაახანგრძლივოს

"ბარსელონას" არგენტინელმა თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ, შესაძლოა, მიმდინარე კვირის ბოლომდე კლუბთან ახალ კონტრაქტს ხელი მოაწეროს.

როგორც ესპანური პრესა იტყობინება, კატალონიურმა კლუბმა არგენტინელთან შეთანხმებას მიაღწია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მესის კონტრაქტი გათვილი იქნება 2019 წლამდე. ფინანსური საკითხები არ გახმაურებულა, მაგრამ მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მესიმ, რომელიც ამჟამად 16 მილიონ ევროს იღებს წელიწადში, ხელფასის გაზრდა მოითხოვა. აღსანიშნავია, რომ ამის შემთხვევაში, ლეო მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

შეგახსენებთ, რომ "ბარსასა" და მესის შორის მოალაპარაკებების დროს წარმოშობილი რთული ვითარების გამო, ბევრო ჭორი გავრცელდა თავდამსხმელის კლუბიდან წასვლის თაობაზე. 26 წლის ფეხბურთელის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდნენ პსჟ და "მანჩესტერ სიტი".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 24 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.