ესპანური პრესა: „ბარსელონა“ 13 ფეხბურთელის გაშვებას აპირებს

ესპანური პრესა: „ბარსელონა“ 13 ფეხბურთელის გაშვებას აპირებს

უკვე ცნობილია იმ 13 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც "ბარსელონა" უახლოეს სატრანსფერო ფანჯრის დროს ტრანსფერზე დააყენებს.

კატალონიური კლუბი ზაფხულში შემდეგი ფეხბურთელების გაყიდვას აპირებს: პედრო როდრიგესი, სესკ ფაბრეგასი, ალექსის სანჩესი, ხავიერ მასკერანო, დანი ალვესი, ადრიანო კორეია, კრისტიან ტელიო, ალექს სონგი, სერხი რობერტო, ჯონათან დოს სანტოსი, იბრაჰიმ აფელაი, ოიერ ოლასაბალი და ისააკ კუენკა. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Sport ავრცელებს. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არაა.

ცვლილებები შეიძლება შეეხოს არა მარტო გუნდის შემადგენლობას, არამედ სამწვრთნელო შტაბსაც. არსებობს იმის ვარიანტი, რომ "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხერარდო მარტინო "სელტას" მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ შცვალოს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონას" სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა უკვე შეხვდა ლუის ენრიკეს, რომელთა საუბარი რამდენიმე საათს გაგრძელდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.