"ბარსელონა" სანჩესის "იუვენტუსში" გასაშვებად მზადაა
"ბარსელონას" ხელმძღვანელობა თავდამსხმელი ალექსის სანჩესის "იუვენტუსში" გაყიდვის წინააღმდეგი არაა, იტყობინება Tuttosport.
უახლოეს მომავალში მხარეები შეხვედრას გამართავენ იმისათვის, რომ 25 წლის ჩილელის ღირებულება განიხილონ. ცნობილია, რომ ტურინელები ტრანსფერში 18 მილიონის გადახდას გეგმავენ, ხოლო კატალონიელები აპირებენ ფეხბურთელი მინიმუმ 20 მილიონ ევროდ გაყიდონ.
მიმდინარე სეზონში, სანჩესმა ესპანეთის ჩემპიონატში 30 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 18 გოლი და გააკეთა 12 საგოლე გადაცემა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3 4 5
კომენტარები [ 84 ]