ტერ შტეგენი: „ესპანურს ვსწავლობ“

ტერ შტეგენი: „ესპანურს ვსწავლობ“

ჯერ კიდევ მიონხენგლადბახის "ბორუსიას" მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ადასტურებს, რომ ესპანურ ენას სწავლობს, მაგრამ იმ კლუბს არ აკონკრეტებს, რომელშიც კარიერას განაგრძობს.

დღეს, ტერ შტეგენმა "ბორუსიას" მაისურით ბოლო თამაში ჩაატარა. დაანონსებული იყო, რომ საღამოს ის ერთ-ერთ გადაცემას ესტუმრებოდა და იმ გუნდს დაასახელებდა, რომელშიც კარიერას განაგრძობს. ახალგაზრდა მეკარემ მინიშნება გააკეთა, მაგრამ მას კლუბი არ დაუკონკრეტებია.

"სხვა კლუბთან კონტრაქტს ხელი უკვე მოვაწერე, მაგრამ მას ჯერ არ დავასახელებ. ამის შესახებ განცხადებას რამდენიმე კვირაში გავაკეთებ.

"ბარსელონა"? ეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და განსაკუთრებული კლუბია. დავესწრები თუ არა "ატლეტიკოსთან" თამაშს? არა, მომდევნო კვირაში შვებულებაში ვიქნები.

ჭორები ესპანური ენის სწავლასთან დაკავშირებით? ეს მართალია, ესპანურს ვსწავლობ. სხვა ენები მომწონს." ­- განაცხადა ტერ შტეგენმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 48 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.