პიანიჩი მზად არის "ბარსელონაში" გადავიდეს იმ შემთხვევაში თუ...

პიანიჩი მზად არის "ბარსელონაში" გადავიდეს იმ შემთხვევაში თუ...

იტალიური "რომას" ნახევარმცველმა, მირალემ პიანიჩმა შესაძლოა კარიერა კატალონიის "ბარსელონაში" განაგრძოს, რომელიც ფეხბურთელისადმი ინტერესს უკვე დიდი ხანია იჩენს. იტყობინება, El Mundo Deportivo.

24 წლის ბოსნიელი ფეხბურთელი მზად არის კატალონიურ გრანდში გადასასვლელად, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, თუ "ბარსელონას" მწვრთნელის ლუის ენრიკე გახდება, რომელიც ამჟამად "სელტას" წვრთნის. პიანიჩის ტრანსფერი დაახლოებით 12 მილიონ ევროდ ფასდება. 

აქვე გეტყვით, რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინ, პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ლუის ენრიკემ უკვე მისცა პრინციპიალური თანხმობა "ბარსელონას", 2 წლიან კონტრაქტზე. 

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 41 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.